Thumbnail
  • პოჰანგი 1:1 ულსან ჰიუნდაი
  • ყაზაიშვილი პოჰანგის წინააღმდეგ ცვლილებაზე შევიდა

სამხრეთ კორეის K ლიგის მე-4 ტურში ვაკო ყაზაიშვილის დებიუტი შედგა. ქართველი ფეხბურთელის ულსან ჰიუნდაი პოჰანგს ესტუმრა და მიმდინარე გათამაშებაში ქულები პირველად დაკარგა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, ულსანი ამ მატჩსაც იგებდა, თუმცა სტუმრებმა 73-ე წუთზე გაათანაბრეს.

მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჰონ მიუნ ბომ ყაზაიშვილი მინდორზე 84-ე წუთზე შეიყვანა. ვაკომ ამ დროში ვერაფერი მოასწრო. ულსანს 10 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატს ჯეონბუკ მოტორსთან ერთად ლიდერობს. ვაკოს გუნდის მომდევნო მეტოქე ჯეჯუ იუნაიტედი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი აზიაში ამერიკული სან ხოსედან გადავიდა. ულსან ჰიუნდაი აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. მათ ფინალში ირანულ პერსეპოლისს ჟუნიორ ნეგაოს დუბლით 2:1 მოუგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები