Thumbnail
  • ევროპალიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შედეგები ცნობილია
  • აიაქსმა მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მილანი იუნაიტედთან გადარჩა

ევროპალიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩებში საინტერესო შედეგები დაფიქსირდა. მეორე მატჩების ჩატარებამდე ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ ღირს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აიაქსს, ვილიარეალს, არსენალსა და რომას მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი აქვთ გადადგმული. აიაქსმა და რომამ შინ ერთნაირი ანგარიშით 3:0 მოიგეს, ხოლო არსენალმა ოლიმპიაკოსს სტუმრად 3:1 სძლია. ვილიარეალმა კი სტუმრად კიევში დინამოს 2 უპასუხო გოლი გაუტანა.

მძიმე შეხვედრა შედგა მანჩესტერ იუნაიტედსა და მილანს შორის, სულშერის გუნდი ამატ დიალოს სადებიუტო გოლით დაწინაურდა, თუმცა მილანმა ბოლო წუთზე კიაერის გოლით გაათანაბრა, რის გამოც ყველაფერი სან სიროზე გადაწყდება.

მძიმე მატჩი გველის გლაზგოში, სადაც სლავია ჩავა. ჩეხები საკუთარ მოედანზე მალევე დაწინაურდნენ, თუმცა ტაიმის მიწურულს გოლი გაუშვეს და ახლა ჯერარდის გუნდს სახლში უგოლო ფრეც აწყობს. ევროპალიგის საპასუხო მატჩები 18 მარტს გაიმართება.

აიაქსი 3:0 იანგ ბოიზი

გოლები: 1:0, კლაასენი (62), 2:0 ტადიჩი (82), 3:0 ბრობი (92)

კიევის დინამო 0:2 ვილიარეალი

გოლები: 0:1 ტორესი (30), 0:2 ალბიოლი (52)

მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 მილანი

გოლები: 1:0 დიალო (50), 1:1 კიაერი (92)

სლავია 1:1 რეინჯერსი

გოლები: 1:0 სტანჩიუ (7), 1:1 ელანდერი (36)

რომა 3:0 შახტარი

გოლი: 1:0 პელეგრინი (23), 2:0 ელ შაარავი (73), 3:0 მანჩინი (77)

ოლიმპიაკოსი 1:3 არსენალი

გოლი: 0:1 ოდეგორი (34), 1:1 ელ არაბი (58), 1:2 გაბრიელი (79), 1:3 ელნენი (86)

ტოტენჰემი 2:0 ზაგრების დინამო

გოლი: 1:0, 2:0 კეინი (25,70)

გრანადა 2:0 მიოლდე

გოლი: 1:0 მოლინა (26), 2:0 სოლდადო (76)

კომენტარები

ბოლო ამბები