Thumbnail
  • ლივერპული 2:0 (2:0) ლაიპციგი 
  • კლოპის გუნდმა ორ მატჩში 4 უპასუხო გოლი გაუტანა გერმანულ კლუბს

"პუშკაშ არენაზე" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა, ლივერპულმა ლაიპციგს "უმასპინძლა" და 2:0 დაამარცხა. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ინგლისურმა გრანდმა 2:0 მოიგო და ის ბრძოლას ორი მატჩის ჯამში 4:0 აგრძელებს...

პირველი ტაიმი ლივერპულის უპირატესობით წარიმართა, თუმცა სალაჰმა და კომპანიამ ვერ შეძლო შანსების გამოყენება. სამაგიეროდ, კლოპის ბიჭებმა მეორეში იყოჩაღეს - ჯერ მო სალაჰმა სწრაფი კონტრშეტევა ჟოტას პასის შემდეგ გოლით დაასრულა, შემდეგ დივოკ ორიგის ჩაწოდების შემდეგ გოლი სადიო მარნემ გაიტანა. 

📺 ლივერპული v ლაიპციგი [მიმოხილვა]

ლივერპული 2:0  ლაიპციგი 

გოლები: 1:0 სალაჰი (71), 2:0 მანე (74)

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალეკსანდერ-არნოლდი, ფილიპსი, კაბაკი, რობერტსონი (90. ციმიკასი) - ვეინალდუმი (82. მილნერი), ფაბინიო, ტიაგო ალკანტარა (72. ნ. კეიტა) - მანე (89. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ჟოტა (71. ორიგი), სალაჰი

ლაიპციგი (5-4-1): გულაჩი - ადამსი, მუკიელე, უპამეკანო, კლოსტერმანი, ნკუნკუ - ოლმო (72. ჰაიდარა), კამპლი (46. ზორლოტი), ზაბიტცერი, ფორსბერგი (60. კლიუვერტი) - პოულსენი (60. ჰვანი) 

კომენტარები

ბოლო ამბები