Thumbnail

შეხვედრა 5 წლის შემდეგ - დოჰას 1/4 ფინალში ბასილაშვილი ფედერერს ეთამაშება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ყატარის დედაქალაქ დოჰაში ATP-ის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს (890 920 დოლარი), რომლის 1/4 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (42) ლეგენდარულ როჯერ ფედერერს (6) შეხვდება. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რომელიც 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ პირველად დაუბრუნდა ATP-ის ტურს სამ სეტში დაამარცხა ბრიტანელი დანიელ ევანსი (28). სხვათა შორის, შვეიცარიელს საკმაოდ გაუჭირდა მეტოქის დამარცხება, პირველი სეტი მან ტაი ბრეიკში 10:8 მოიგო, თამაშმა კი 2-საათნახევარი გასტანა. ფედერერი დოჰაში მე-2 ნომრად არის განთესილი.

ბასილაშვილისა და ფედერერის დაპირისპირება 11 მარტს გაიმართება. ისინი აქამდე მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 2016 წლის ავსტრალიის ღია პირველობის 1/64 ფინალში. ფედერერმა საკმაოდ იოლად, 6:2, 6:1, 6:2 მოიგო, რისთვისაც მხოლოდ საათი და 15 წუთი დახარჯა. 

შეგახსენებთ, რომ ნიკამ ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ ზედიზედ ორჯერ მოიგო, ჯერ ავსტრალიელ მილმანს აჯობა, შემდეგ ტუნისელ ჯაზირის. 

კომენტარები

ბოლო ამბები