Thumbnail

მეორედ 2021-ში - ბასილაშვილი ყატარის ტურნირის მეოთხედფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:2, 6:2 მალექ ჯაზირი
  • ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პარალელურად მიმდინარე მატჩში ირკვევა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში ATP-ის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს (890 920 დოლარი), რომლის 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42) ორ სეტში ტუნისელი მალექ ჯაზირი (262) დაამარცხა - 6:2, 6:2. 37 წლის ვეტერანთან ბრძოლაში ქართველს საერთოდ არ გასჭირვებია. პირველი სეტი მან ნახევარ საათში მოამთავრა, მეორეშიც 3:0 დაწინაურდა, მაგრამ მე-4 გეიმზე ტუნისელმა ჩოგბურთელმა ბევრი იბრძოლა და საკუთარი მოწოდება აღარ დათმო. საბოლოოდ, ნიკამ მიზანს საათსა და 17 წუთში მიაღწია. 

ერთეულთა თანრიგში ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ, ბასილაშვილმა ზედიზედ მეორედ მოიგო. პირველ სეტში მან ავსტრალიელი ჯონ მილმანის სამ სეტში დაამარცხა. ყატარის ტურნირის მეოთხედფინალში, ნიკა შესაძლოა, როჯერ ფედერერს შეხვდეს, მაგრამ საამისოდ შვეიცარიელმა ბრიტანელი დანიელ ევანსი (28) უნდა დაამარცხოს პარალელურად მიმდინარე მატჩში. პირველი სეტი ფედერერმა ტაი ბრეიკში მოიგო - 7:6 (10:8).

2021 წელს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის ტურზე მეოთხედფინალში გასვლა მეორედ მოახერხა, პირველად ეს მან ანტალიაში (თურქეთი) შეძლო. 

კომენტარები

ბოლო ამბები