Thumbnail
  • იუვენტუსი 3:2 პორტუ
  • ცნობილმა სპეციალისტმა პორტუს მეორე გოლის ეპიზოდზე ისაუბრა
  • კაპელომ გაშვებულ გოლში კრიშტიანო და ადრიენი დაადანაშაულა 

ტურინის იუვენტუსის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ტურინის იუვენტუსის ფებურთელები პორტუსთან მატჩში გაშვებული გოლის გამო გააკრიტიკა. 

ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც ტურინში ჩატარდა, იუვენტუსმა პორტუგალიური გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე პორტუ გავიდა, რომელსაც შინ 2:1 ჰქონდა მოგებული. 

საპასუხო შეხვედრაში გადამწყვეტი მომენტი დამატებით დროში მოხდა, როდესაც სტუმართა ფეხბურთელმა სერჟიო ოლივეირამ 115-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გაიტანა. იმ დროს "ცოცხალ" კედელში კრიშტიანო რონალდო და ადრიენ რაბიოც იდგნენ, რომლებმაც დარტყმის მომენტში ბურთს ზურგი შეაქციეს და მისი დაბლოკვა ვეღარ შეძლეს. 

📺 ოლივეირას გოლი საჯარიმოდან

"ეს უპატიებელი შეცდომა იყო. ჩემს დროს "კედელში" დასაყენებლად ფეხბურთელებს ვარჩევდი და მათ შორის არ იყვნენ ისეთები, რომლებსაც ბურთის ეშინოდათ. მათ (კრიშტიანოსა და რაბიოს) ბურთის შეეშინდათ და ზურგშექცევით ახტნენ. ეს უპატიებელია.

ამ გუნდში არის რამდენიმე ვეტერანი, რომლებიც ჟურნალისტებთან მაშინ წარსდგებიან ხოლმე, როდესაც გუნდი იგებს და ამით ქება-დიდებას იღებენ, მაგრამ არსად ჩანან, როდესაც მარცხდებიან", - თქვა კაპელომ.

რონალდო და იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას 1/8-ფინალში დაემშვიდობნენ

ტურინის იუვენტუსი, რომლის ღირსებას კრიშტიანო რონალდო 2018 წლის ზაფხულიდან იცავს, ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალს ვერცერთხელ გაცდა. 

ფაბიო კაპელო ტურინულ კლუბს 2004-06 წლებში წვრთნიდა და მას სკუდეტო ორჯერ მოაგებინა. 74 წლის სპეციალისტს წარმატებით მილანში, რომასა და მადრიდის რეალშიც უმუშავია. კაპელომ ჩემპიონთა ლიგა მილანთან ერთად 1993/94 წლებში მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები