Thumbnail
  • ჯგუფში, სადაც ჩვენთან ერთად ესპანეთი, შვედეთი და კოსოვო გამოდიან, პრობლემებია
  • ესპანეთი კოსოვოს, როგორც სახელმწიფოს, არ აღიარებს და მას ტერიტორიას უწოდებს
  • 31 მარტს დაგეგმილი ესპანეთი-კოსოვოს შეხვედრის ჩატარებას საფრთხე შეექმნა 

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ევროპული საკავალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც გამოვა, პრობლემებია. ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ერთ შეტყობინებას, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. 

შეგახსენებთ, რომ B ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად ესპანეთის, შვედეთის, კოსოვოსა და საბერძნეთის ნაკრებები მოხვდნენ. "ფურია როხა" საკვალიფიკაციო ეტაპს 25 მარტს, საბერძნეთთან საშინაო მატჩით დაიწყებს, 28-ში საქართველოში ჩამოვა, 31-ში კი შინ კოსოვოს უნდა უმასპინძლოს. პრობლემა ესპანეთის ნაკრების ოფიციალურ ტვიტერზე გამოქვეყნებულმა პოსტმა გამოიწვია, სადაც ინფორმაცია ქვეყნის მთავარი და 21-წლამდელთა გუნდების მარტში დაგეგმილ მატჩებთან დაკავშირებით ვრცელდება.

კონკრეტულად კი, პოსტში საუბარია ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს განაცხადზე საბერძნეთის,საქართველოსა და "კოსოვოს ტერიტორიის" წინააღმდეგ მატჩებისთვის. 

საქმე ისაა, რომ ესპანეთი სახელმწიფო დონეზე კოსოვოს არ ცნობს, თუმცა ბალკანურ სახელმწიფოს დიპლომატიური აღიარება გაეროს 98 წევრი სახხელმწიფოსგან აქვს. კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ სპეციალური განცხადება უმალ გაავრცელა, სადაც ესპანელთა პოზიციას დესტრუქციული და უსამართლო უწოდა. 

ამას გარდა, კოსოვოელი ფუნქციონერები ახსენებენ, რომ 31 მარტს დაგეგმილი ესპანეთი-კოსოვოს მატჩი უეფას ეგიდით უნდა ჩატარდეს. შესაბამისად, თუკი ჰიმნსა და დროშის აღმართვასთან დაკავშირებით უეფას კრიტრიუმების დაკმაყოფილება ვერ მოხდება, შეხვედრა არ გაიმართება. კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ მოუწოდა ესპანელ კოლეგებს, შეცვალონ  მიდგომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უეფასა და ფიფასგან რეაგირებას მოითხოვს, რომელთა წევრი 2016 წლიდანაა. 

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან 2 მატჩი წააგო, ერთი კი მოიგო

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში გამოსვლას 25 მარტს, სტუმრად შვედეთთნ მატჩით დაიწყებს, 28-ში ესპანეთს უმასპინძლებს, 31-ში კი საბერძნეთს ესტუმრება. საქართველოს ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მარტის მატჩებისთვის შემადგენლობას ახლო მომავალში გამოაცხადებს.

კომენტარები

ბოლო ამბები