Thumbnail

'ჩემი პროექტი ერთწლიანი არ არის' - პირლოს მომავალი არ აშინებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა, რაც რა თქმა უნდა, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობისთვის დადებითი შედეგი არ არის. ამიტომაც, უკვე გაჩნდა კითხვები ანდრეა პირლოს მომავალზე, რომელმაც პორტუსთან (3:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, ის აგრძელებს მუშაობას და მისი პროექტი რამდენიმე წლისგან შედგება.

ანდრეა პირლო: "ორ თამაშში 4 შეცდომა დავუშვით, ეს ბევრია. თუ ეს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ხდება, ტურნირიდან შეიძლება გავარდე. კარგად დავიწყეთ, მორატას შეეძლო გატანა და წინ გასვლა შეგვეძლო, მაგრამ შემდეგ საჯარიმოში ერთი ეპიზოდი, რომელიც ჩვენ შეცდომას მოჰყვა, ძვირად დაგვიჯდა. პენალტის შემდეგ სხვა თამაში დაიწყო. მეორე ტაიმში ისე ვითამაშეთ, როგორც გვსურდა, ვცდილობდით რიცხობრივი უპირატესობა გამოგვეყენებინა. არ ვფიქრობ, რომ პირველი ტაიმის პრობლემა გვქონდა, ვიმეორებ, თამაში კარგად დავიწყეთ.

ჩემთვის ძალიან მძიმე საღამო იყო, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრებაში ეს ხდება. ახლა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ვიცით, რომ გვყავს კარგი, ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც მატჩიდან მატჩამდე იზრდებიან. ახალგაზრდა ფეხბურთელები კარგად თამაშობენ და მათი დადანაშაულება არ მსურს.  მომავალი? არ ვიცი, მაურიციო სარი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო გაათავისუფლეს თუ არა. ამ მომენტში მე იუვეს მწვრთნელი ვარ და ვმუშაობ დიდ პროექტზე, რომელიც ერთწლიანი არ არის".

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას 1/8-ფინალურ სტადიაზე ზედიზედ მეორედ გამოეთიშა და ორჯერვე მისი მეტოქე გამარჯვებული სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით დარჩა (შარშან ლიონი).

📺 იუვენტუსი V პორტუ

 

კომენტარები

ბოლო ამბები