Thumbnail

პოჩეტინო: მერე რა, რომ იქ 4:1 მოვიგეთ - პარიზში უფრო უკეთესად უნდა ვითამაშოთ!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 10 მარტი | ⌚ 23:55 | ⚽ პარი სენ-ჟერმენი V ბარსელონა
  • მაურისიო პოჩეტინო თავის ფეხბურთელებს მოდუნების უფლებას არ აძლევს

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის წინ, რომელშიც მისი გუნდი ბარსელონას უმასპინძლებს, კომენტარი გააკეთა. არგენტინელი სპეციალისტი წყვილში ყველაფერს გადაწყვეტილად არ მიიჩნევს, იმის მიუხედავად, რომ პარიზულ გუნდს პირველი შეხვედრა 4:1 აქვს მოგებული.

"ფეხბურთში მთავარია ოპტიმიზმის შენარჩუნება. გველის მატჩი, რომელიც ჩვენგან მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. ალბათ უფრო მეტადაც, ვიდრე ბარსელონაში. უნდა შევუტიოთ და გავიმარჯვოთ. მატჩისთვის ასე მოვემზადეთ და საკუთარ თავს ეს ვუთხარით. კონცენტრირებული უნდა ვიყოთ 90 წუთის განმავლობაში, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლა ამ მატჩის მოგებით გვინდა. დიდ პატივს ვცემთ ბარსელონას და გვესმის, რომ რთული თამაში იქნება. ამიტომაც, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საჭირო იქნება იგივე დონის, ან კიდევ უკეთ თამაში, ვიდრე ბარსელონაში ვითამაშეთ", - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენი საპასუხო მატჩის წინ ძალიან კომფორტულ უპირატესობას ფლობს - 3 კვირის წინ "კამპ ნოუზე" კილიან მბაპეს საოცარი პერფორმანსით (ჰეთ-თრიქი შეასრულა), 4:1 მოიგო. პარიზში, საპასუხო მატჩი 10 მარტს, 23:55 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები