Thumbnail

ყვირილი ყვითელი ბარათით დაისჯება - IFAB-ის ახალი გადაწყვეტილება

  • ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო საბჭო ტკივილის სიმულაციას ებრძვის 
  • ამას წინ ბარნლი-არსენალის მატჩში ალექსანდრ ლაკაზეტის ყვირილი უძღოდა

ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს (IFAB) ცნობით, ფეხბურთელები მოედანზე ხმამაღლა ყვირილისთვის შესაძლოა ყვითელი ბარათით დაისაჯონ. 

ბრიტანული მედიის ცნობით, ასეთ გადაწყვეტილებას წინ ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩში მომხდარი შემთხვევა უძღოდა. ბარნლისა და არსენალის (1:1) შეხვედრაში ლონდონელთა ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტი ერიკ პიტერსთან შეჯახების შემდეგ გაზონზე დაეცა და ხმამაღლა აყვირდა. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც პიტერსმა ყვითელი ბარათი მიიღო, ფრანგი წამოდგა და თამაში ჩვეულებრივ გააგრძელა. 

ზოგადად, სტადიონზებზე გულშემატკივრების არყოფნამ მოედანზე ხმები უფრო აშკარა გახადა, მაგრამ ლაკაზეტის ყვირილი იმდენად ხმამაღალი იყო, რომ ფეხბურთელს სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებშიც კი დასცინეს. 

ამიერიდან ფეხბურთელი ყვირილისთვის დაისჯება, თუკი არბიტრი ჩათვლის, რომ ამ გზით მოთამაშეს მისი შეცდომაში შეყვანა სურს. 

კომენტარები

ბოლო ამბები