Thumbnail
  • კლივლენდ კავალიერსი ანდრე დრამონდს აღარ ათამაშებს
  • 27 წლის ცენტრი, შესაძლოა, ლეიკერსში აღმოჩნდეს

უკვე რამდენიმე კვირაა, კლივლენდ კავალიერსი თავისი ცენტრის, ანდრე დრამონდის მსურველს ეძებს, თუმცა პროცესი რთულად მიდის, რადგან 27 წლის კალათბურთელი მაღალ ხელფასს ითხოვს. რამდენიმე გუნდი კი დრამონდის ე.წ. Buyout-ს ელის.

დრამონდის ხელფასი ამ სეზონში 28,8 მილიონი დოლარია, რის გამოც ტრეიდების დედლაინამდე (25 მარტი) გარიგების დასრულება რთულია. უფრო რეალური სცენარი ასეთია: დრამონდის კონტრაქტის გამოსყიდვა, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდება და შეეძლება, ნებისმიერ გუნდს შეუერთდეს.

ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც მისი გადაბირება სურს, ლოს ანჯელეს ლეიკერსია. როგორც ‘ნიუ იორკ თაიმსის’ ჟურნალისტი მარკ შტაინი წერს, ლებრონ ჯეიმსის კლუბში ოპტიმისტურად არიან განწყობილები, რომ დრამონდი Buyout-ის შემდეგ ლოს ანჯელესში გადასვლას მოისურვებს.

ფაქტია, რომ ენტონი დევისის ტრავმის შემდეგ ლეიკერსს ცენტრი სჭირდება, თუმცა დროებით. აღსანიშნავია, რომ NBA-ს მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელები დემარკუს კაზინსზეც ფიქრობენ, თუმცა დრამონდი ურჩევნიათ - თუკი ის ხელმისაწვდომი იქნება. 

ანდრე დრამონდმა ამ სეზონში კლივლენდში 25 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 17,5 ქულას და 13,5 მოხსნას აგროვებდა. თებერვალში კავალიერსში განაცხადეს, რომ ოლ სტარის ორგზის მონაწილეს აღარ ათამაშებდნენ და მისი პოზიცია ჯარეტ ალენმა დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები