Thumbnail
  • ურუგვაელ თავდამსხმელს ბავშვობის ოცნების ახდენა სურს
  • 34 წლის ‘ცხრიანი’ იუნაიტედს, სავარაუდოდ, დატოვებს

ედინსონ კავანის მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლა სურს. ამის შესახებ ინგლისური და არგენტინული მედია წერს. არგენტინული გაზეთის, Ole-ს ინფორმაციით, ურუგვაელი თავდამსხმელი იუნაიტედს სულ რაღაც 1 წლის შემდეგ, ზაფხულში დატოვებს და როგორც ირკვევა, კარიერის გაგრძელება არგენტინულ გრანდში, ბოკა ხუნიორსში სურს.

გამოცემის ცნობით, 34 წლის ცენტრფორვარდი ბოკას მიმართ ყოველთვის სიმპათიებით იყო განწყობილი და ახლა საშუალება ეძლევა, ამ გუნდის ფორმითაც ითამაშოს. კავანის მანჩესტერულ გრანდთან 3-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ როგორც ირკვევა, მზადაა, ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში ხელფასის გარკვეულ ნაწილზე უარი თქვას - თუკი მას ბოკაში გადასვლის უფლებას მისცემენ. ურუგვაელს არგენტინულ გრანდთან ერთად ლიბერტადორესის თასის მოგება სურს.

“მან გადაწყვიტა, ევროპა დატოვოს და სამხრეთ ამერიკაში დაბრუნდეს,” - უთხრა Ole-ს წყარომ.

ედინსონ კავანი მანჩესტერ იუნაიტედში მთავარ გოლეადორად ვერ იქცა, თუმცა ამ სეზონში პრემიერლიგის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლის გარდა, 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა. ინგლისის ჩემპიონატში ის საშუალოდ ყოველ 153 წუთში ახერხებს გატანას.

კომენტარები

ბოლო ამბები