Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელიც იანვრიდან საფრანგეთის ლიგა 2-ის ვალანსიენის ღირსებას იცავს, შესაძლოა, ისევ ყაზახეთში დაბრუნდეს. ყოველ შემთხვევაში, 34 წლის საყრდენი ნახევარმცველის დაბრუნების დიდი სურვილი მის ყოფილ კლუბში, კოსტანაის ტობოლში აქვთ.

ჯაბა ტობოლში ნიკა კვეკვესკირთან ერთად გამოდიოდა

ამის შესახებ ტობოლის მცველმა სერგეი მალიმ ყაზახურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა: 

"წელს დანაკლისი გვაქვს, კონკრეტულად კი ჯაბა კანკავას სახით. ეს ჩვენთვის სერიოზიული მოთამაშეა და ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ის ზაფხულში დაგვიბრუნდება. მის დაბრუნებაზე საუბარი მიმდინარეობს. კანკავა ჩვენთვის იგივეა, რაც "თორი" "შურისმაძიებლებში" და ამიტომ, ველოდებით მას". 

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა კოსტანაის ტობოლის ღირსებას 2018 წლის იანვრიდან იცავდა, სადაც მასთან ერთად საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირიც გამოდიოდა. ჯაბამ ყაზახური გუნდის მაისურით ჩატარებულ 76 მატჩში 4 გოლი გაიტანა. 

კანკავას საქართველოს ნაკრებში 93 მატჩი აქვს ჩატარებული

ჯაბა კანკავა წლის დასაწყისში თავისუფალი აგენტის სტატუსით ფრანგული ლიგა 2-ის კლუბში, ვალანსიენში გადავიდა, რომელთანაც ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ჯაბამ ვალანსიენის მაისურით ყველა ტურნირის 10 მატჩში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები