Thumbnail

მბაპემ პსჟ-ს თავისი პირობები გააცნო - კილიანს ზაფხულში ალბათ გაყიდიან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 22 წლის ფორვარდი კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზე თათბირობს
  • ფრანგი თავდამსხმელი ისეთივე ხელფასს ითხოვს, როგორიც ნეიმარს აქვს
  • სავარაუდოდ, პარიზელები კილიანს მომავალ ზაფხულს გაყიდიან

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით თავისი პირობები გააცნო. 22 წლის ფეხბურთელს პსჟ-თან მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება.

როგორც ირკვა, ფრანგი ვარსკვლავი ახალი ხელშეკრულებით, წლიურ 35 მილიონ ევროს ითხოვს. სწორედ ამდენს იღებს პსჟ-ის მეორე ვარსკვლავი, ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი. 

მედია ვარაუდობს, რომ პარიზელები ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ და ამჯობინებენ, მბაპე კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გაყიდონ - ანუ მომავალ ზაფხულს. ამასთან, პარიზული კლუბი თავდამსხმელში არანაკლებ 200 მილიონ ევროს მოითხოვს. 

გავრცელებული ინფორმაციით, კილიან მბაპეს შეძენის მთავარი პრეტენდენტები ბარსელონა, მადრიდის რეალი და ლივერპული არიან, რომლებიც შეეცდებიან, პსჟ-ს ფასი 150 მილიონამდე დააწევინონ.

კილიანის აზრით, ის ნეიმარზე ნაკლებ ხელფასს არ იმსახურებს

კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენის ღირსებას 2018 წლიდან იცავს, სადაც მანამდე მონაკოდან იჯარით გამოდიოდა. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონმა მიმდინარე ლიგა 1-ში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 18 გოლი და მიითვალა 6 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები