Thumbnail
  • სერხიო რამოსთან ერთად დიდია რაფა ვარანის წასვლის ალბათობაც
  • ფრანგს კლუბმა ულტიმატუმი წაუყენა - ახალი კონტრაქტი ან გაყიდვა
  • ორი ცენტრალური მცველის შეცვლა რეალისთვის რთული იქნება

სერხიო რამოსი რომ დიდი ალბათობით ამ ზაფხულს რეალს დატოვებს, ამ ამბავზე ბევრი რამ ითქვა და დაიწერა. რამოსს კონტრაქტი სამიოდე თვეში უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება. მხარეები კონტრაქტზე იმდენია ხანია ვერ შეთანხმდნენ, რომ ახალი შეთანხმების ალბათობა ძალიან მცირეა.

რეალისთვის სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ დიდია შანსი, მათ ამ ზაფხულს მეორე ცენტრალური მცველი, რაფაელ ვარანიც დაკარგონ. ვარანს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება და რეალს ეშინია, რამოსის მსგავსად, ისიც უფასოდ არ წავიდეს. სწორედ ამიტომ, ფრანგ მცველს კლუბისგან ულტიმატუმი აქვს - ის ან ახალ კონტრაქტს ზაფხულამდე მოაწერს ხელს, ან რეალი მას გაყიდის.

ჯერჯერობით, თავად ვარანიც ახალი კონტრაქტის გაფორმებით დაინტერესებას დიდად არ გამოხატავს. მისი ვარიანტებიდან ყველაზე რეალური მანჩესტერ იუნაიტედია, რომელიც ცენტრალურ მცველს ეძებს. რეალს კი მიღებული ფულით, რაც ექსპერტების მტკიცებით, 50 მილიონის ფარგლებში იქნება, შეუძლია ახალი ცენტრალური მცველი იყიდოს - უფრო ნაკლებ ფასად. საუბარია ვილიარეალის პაუ ტორესის ვარიანტზე.

რეალის დაცვის ცენტრი უკვე მრავალი წელია, ვარანი-რამოსის დუეტზე დგას და ერთდროულად ორივე მათგანის შეცვლა იოლი არ იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები