Thumbnail

პირველად ფეხბურთის ისტორიაში - კილიან მბაპეს ლივერპულის ფანები ყიდულობენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპულის ფანებმა ფრანგის ტრანსფერისთვის ფულის შეგროვება დაიწყეს
  • მერსისაიდული კლუბი მსოფლიოში 100 მილიონ გულშემატკივარს ითვლის

ლივერპულის გულემატკივრები საყვარელი კლუბისთვის ფინანსური დახმარების გაწევას აპირებენ, რათა მერსისაიდელებმა პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი კილიან მბაპე შეიძინონ. 

ლივერპულის რამდენმე ფანმა ფრანგი თავდამსხმელის ტრანსფერის განსახორციელებლად სერვისზე GoFundMe თანხის შეგროვება დაიწყეს. ფანები იმედოვნებენ, რომ ამ გზით 250 მილიონი ფუნტის (დაახლოებით 290,5 მილიონი ევრო) შეგროვებას და საჭირო ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელებას მოახერხებენ.

"რადგან ლივერპულს არ აქვს საკმარისი თანხა ასეთი ტრანსფერისთვის, გადავწყვიტეთ, საკუთარ თავზე აგვეღო ეს მისია და გულშემატკივრებისგან მთელ მსოფლიოში შეგვეგროვებინა თანხა. მოდით, გავაოცოთ საფეხბურთო სამყარო. მსოფლიოში ლივერპულის დაახლოებით 100 მილიონი ფანია. თუკი ყველა ჩაერთვება, მაშინ ერთი ქომაგისგან სულ რაღაც 2,5 ფუნტის გაღება იქნება საჭირო და ამ შემთხვევაში, შევძლებთ საკმარისი თანხის შეგროვებას, რათა კილიანთან მოლაპარაკებები დავიწყოთ. მოდით, გავერთიანდეთ, რათა გულშემატკივრების ფულით ისტორიაში პირველი და ყველაზე მსხვილი ტრანსფერი განვახორციელოთ. მოდით, ისტორია დავწეროთ", - ნათქვამია ფანების განცხადებაში. 

აღანიშნავია, რომ პუბლიკაციის გამოქვეყნების მომენტისთვის, უკვე შეგროვილია 3 700 ფუნტზე მეტი. 

იურგენ კლოპს   კილიან მბაპეს დამატება ნამდვილად გაახარებდა 

კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენში მონაკოდან, 2018 წლის ივლისში გადავიდა. 22 წლის ფორვარდს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, პორტალი transfermarkt კი მის საბაზრო ფასად 180 მილიონ ევროს ასახელებს. ცოტა ხნის წინ იწერებოდა, რომ მბაპეს ტრანსფერით ლივერპული და მადრიდის რეალი ინტერესდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები