Thumbnail

'თუ მას სურს, მომავალ სეზონშიც დავრჩები' - იბრაჰიმოვიჩის მინიშნება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იტალიური მილანის შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა. 39 წლის თავდამსხმელის განცხადებით, ის მილანში იმ შემთხვევაში დარჩება, თუკი ამას კლუბის ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი სთხოვს.

“მე ზლატანი ვარ და შესაბამის პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. მილანი ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჩემში აღფრთოვანება გამოიწვია. სწორედ ამიტომ მინდა, რომ მისი წინამძღოლი ვიყო და მაქსიმუმი მივცე. იმ დღეებში, როდესაც გუნდთან ერთად არ ვარ და მისთვის ვერაფერს ვაკეთებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შვილები მაკლია. დავრჩები თუ არა მილანში მომავალ სეზონშიც? არ ვიცი, მოდით, ასე ვთქვათ. თუკი პაოლო მალდინის უნდა, მე მზად ვარ”.

შეგახსენებთ, რომ ზლატანს იტალიურ გრანდთან მიმდინარე ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე სეზონში მან მონაწილეობა 21 მატჩში მიიღო და 16 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. ამჟამად, იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპალიგის მერვედფინალში ყოფილი გუნდის, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ მატჩები გაუცდება. იტალიური და ინგლისური გუნდები ერთმანეთს 11 და 18 მარტს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები