Thumbnail
  • კავაი ლეონარდი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას აპირებს
  • თუ კლიპერსი ფინალში გავა, მას ძალიან ცოტა დრო ექნება

მიუხედავად უკიდურესად გადატვირთული კალენდრისა, ლოს ანჯელეს კლიპერსის სუპერვარსკვლავი კავაი ლეონარდი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ მან ოლ სტარის შემდეგ ისაუბრა.

“გადაწყვეტილება მიღებულია და ჩემი გეგმაა, რომ ოლიმპიადაზე ვიასპარეზო,” - განაცხადა 29 წლის კავაიმ, რომელსაც NBA-ს ტიტული ორჯერ აქვს მოგებული.

ALL STAR-ის მატჩში კავაი ლეონარდი დურანტის გუნდში იყო

თუკი კლიპერსი NBA-ს ფინალურ სერიაში გავა, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე (23 ივლისი) ძალიან ცოტა დრო ექნება, თუმცა მისი თქმით, ამას მნიშვნელობა არ აქვს: “თუკი მექნება შეგრძნება, რომ ოლიმპიური თამაშებისთვის მზად ვარ, აუცილებლად ვითამაშებ.” - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ლოს ანჯელეს კლიპერსი NBA-ს ერთ-ერთი ფავორიტია. იმ შემთხვევაში, თუ კავაის გუნდი ფინალში გავა და მეშვიდე მატჩი იქნება საჭირო, ეს შეხვედრა 22 ივლისს გაიმართება, აშშ-ის ნაკრებმა კი ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი მატჩი 25 ივლისს უნდა გამართოს.

კომენტარები

ბოლო ამბები