- ბუდაფოკი 1:2 ფეჰერვარი
- ზივზივაძეს უნგრეთის ჩემპიონატში 7 გოლი და 6 ასისტი აქვს
უნგრეთის OTP Bank ლიგის 25-ე ტურში ბუდუ ზივზივაძემ ულამაზესი გოლის გატანა შეძლო. ქართველი ფორვარდის ფეჰერვარმა სტუმრად ბუდაფოკი დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა, ანგარიში კი სწორედ ბუდუმ გახსნა.
მე-17 წუთზე ზივზივაძემ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ცაციათი ძლიერად და რაც მთავარია, ზუსტად დაარტყა - მეკარეს შანსი არ ჰქონია. ქართველი შემტევი 90-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება თამაშს, 41-ე წუთზე მასპინძლებმა გაათანაბრეს, მაგრამ 84-ე წუთზე ფეჰერვარმა ლის ჰურის გოლით მაინც მოიგო.
26 წლის ზივზივაძეს უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 22 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, 6-ჯერ კი საგოლე პასიც შეასრულა. გარდა ამისა, 3 გოლი მან უნგრეთის თასზე მიითვალა. ფეჰერვარმა 25 ტურის თავზე 40 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
📺 ზივზივაძის გოლი ბუდაფოკისთან
კომენტარები