Thumbnail

აბუსერიძე: სულში გვაფურთხებენ, ტყემალაძე ქართულ რაგბის განაჩენს გამოუტანს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'გამოდით და გვერდზე დაგვიდექით, სანამ რაგბის მომავლის კარი საბოლოოდ ამოგვიშენეს'
  • ირაკლი აბუსერიძე მომხრეებს შეკრებისკენ მოუწოდებს

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ მორიგი მიმართვა გაავრცელა და მომხრეებს შეკრებისკენ მოუწოდა. მიზეზი ხვალინდელი არჩევნებია, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის ვინაობა უნდა გაირკვეს.

“ოთხშაბათს, ტყემალაძის დაცვა 3 სარაგბო კლუბის მაგივრად მისცემს ხმას არჩევნებზე! სულში გვაფურთხებენ! მშენებლის დაცვა, 3 სარაგბო კლუბის ნაცვლად დასვამს ხელმოწერას და ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს! თუ გიყვართ რაგბი, გტკივათ რაგბი, ერთხელ მაინც დაგიკრავთ ტაში ბორჯღალოსნებისთვის, თავად ხართ მორაგბე, გულშემატკივარი თუ უბრალოდ მოქალაქე ვისაც ქართული სარაგბო წარმატებით ერთხელ მაინც უამაყია – გამოდით! გამოდით და გვერდზე დაგვიდექით, სანამ რაგბის მომავლის კარი საბოლოოდ ამოგვიშენეს!

ეს არ არის მოწოდება, ეს არის ჩემი, მორაგბე ირაკლი აბუსერიძეს და ჩემი თანამებრძოლი მორაგბეების თხოვნა. ჩვენ მთელი ცხოვრება შევწირეთ ქართულ რაგბს და ქართველ გულშემატკივარს და ახლა, ამ გადამწყვეტ შერკინებაში, გადამწყვეტი გამარჯვებისთვის, ყველაზე მეტად თქვენი ძალა გვჭირდება! ვისაც მოგწვდათ ჩვენი ხმა, ოთხშაბათს, 10 მარტს, 12 საათზე, დიდუბის გამოფენასთან შეგხვდებით. წარმატების ერთადერთი გზა თავისუფლებაა და თავისუფლება რაგბის ხვედრია!”.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად ბიზნესმენ იოსებ ტყემალაძის დარეგისტრირება, რომელიც 24-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა, ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მისი უმთავრესი მოწინააღმდეგე საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძეა, რომელმაც გასული წლის 30 დეკემბერს გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, დარღვევების საბაბით, რეგისტრაციაში აღარ გაატარა. ბოლო ინფორმაციით, საქართველოს რაგბის კავშირის განმეორებითი საერთო კრება 10 მარტს, 13:00 საათზე, საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში დაიგეგმა.

ოთხშაბათს, ტყემალაძის დაცვა, 3 სარაგბო კლუბის მაგივრად მისცემს ხმას არჩევნებზე! სულში გვაფურთხებენ! მშენებლის დაცვა, 3...

Posted by Irakli Abuseridze / ირაკლი აბუსერიძე on Saturday, March 6, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები