- 10-წლიანი პაუზის შემდეგ რეინჯერსი ტიტულს იბრუნებს
- მომდევნო ტურში, 55-ე ტიტულის მოსაგებად 1 ქულაც საკმარისია
რეინჯერსმა სენტ მირენი რაიან კენტის, ალფრედო მორელოსის და იანის ჰაჯის გოლებით 3:0 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ გლაზგოელებს 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობამდე, მხოლოდ 1 ქულა აშორებთ.
ამ გამარჯვების შემდეგ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა - სტივენ ჯერარდმა გასახდელის სარკმელი გააღო და ფანებთან ერთად იზეიმა. მალევე იგივე კლუბის კოლუმბიელმა ლეგიონერმა - ალფრედო მორელოსმაც გაიმეორა.
შეგახსენებთ, რომ რეინჯერსი გასული დეკადის დასაწყისში რანგით მეოთხე ლიგაში დააქვეითეს. თუმცა კლუბმა, უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება 4 სეზონში შეძლო. რეინჯერსისთვის ახალი ეპოქა კი რეალურად 2018 წლიდან იწყება, როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი პოსტი სტივენ ჯერარდმა ჩაიბარა.
ეს ჩემპიონობა რეინჯერსისთვის საიუბილეო 55-ე იქნება. "მინდა ფრთხილი ვიყო შეფასებაში..." - ამბობს ჯერარდი. "ვიცით, რომ ამ საზარელ პანდემიას კიდევ ვებრძვით, თუმცა ფანების შეკრების სურვილიც გასაგებია - ასეთი გზა, ასეთ მოკლე პერიოდში ბევრს გუნდს არ აქვს გავლილი."
კომენტარები