Thumbnail

აკრძალული მუხლი - პეტრ იანმა თითქმის მოგებული ბრძოლა წააგო და ქამარი დაკარგა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • პეტრ იანს შეცდომა ძვირად დაუჯდა
  • რუსმა ალჯემეინ სტერლინგის წინააღმდეგ აკრძალული მუხლი გამოიყენა

რუსმა მებრძოლმა, პეტრ იანმა დღეს ლას ვეგასში საკუთარი ქამრის დაცვა ვერ შეძლო. ამის მიზეზი არალეგალური დარტყმა გახდა, რომელიც რუსმა მუხლით შეასრულა.

იანი 4 რაუნდი დომინირებდა, თუმცა მეოთხე რაუნდში სტერლინგს მუხლი ისეთ დროს ჩაარტყა, როდესაც ამერიკელსაც საკუთარი მუხლი ოქტაგონზე ედო, ასეთ რამ კი დისკვალიფიკაციით ისჯება.

საბოლოოდ, ქამარი იამაიკელ-ამერიკელს დარჩა, თუმცა მალევე მოიხსნა და უფერული მოგების ნიშნად ძირს დააგდო "არ მინდოდა ეს ბრძოლა ასე მორჩენილიყო..." - ამბობდა სტერლინგი. "ცოტა დრო გავა და ერთმანეთს ისევ შევხვდებით."

პეტრ იანის კუთხესთან მდგარი ხაბიბ ნურმაგომედოვი ამბობდა, რომ რუსმა მწვრთნელს ჰკითხა შეიძლებოდა თუ არა დარტყმის შესრულება რაზეც თანხმობა მიიღო და საბოლოოდ ამ მისკომუნიკაციის გამო ბრძოლა დისკვალიფიკაციით დაასრულა. თუმცა, მალევე ბოდიში მოიხადა და სტერლინგს გამოჯანმრთელება უსურვა.

კომენტარები

ბოლო ამბები