Thumbnail

'უაზრობაა' - გვარდიოლას სიტის ფეხბურთელების ნაკრებებში გაშვება არ სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სიტის მთავარ მწვრთნელს სანაკრებო პაუზა პრობლემებს უქმნის
  • ინგლისში დაბრუნებულებს 10-დღიანი კარანტინის გავლა უხდებათ

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა კლუბის ფეხბურთელების ეროვნულ ნაკრებებში გაშვების წინააღმდეგ გამოდის. ამის მიზეზი 10-დღიანი კარანტინია, რომლს გავლაც სანაკრებო შეკრებებიდან ინგლისში დაბრუნებულ ფეხბურთელებს მოუწევთ. 

შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები გაიმართება, ინგლისის პრემიერლიგის ამჟამინდელი ლიდერის ღირსებას კი არაერთი ლეგიონერი იცავს, რომლებსაც ეროვნულ გუნდებში გამოიძახებენ. 

"არ მგონია, რომ ნაკრებებში ფეხბურთელების გაშვება აზრი ჰქონდეს, რადგან შემდეგ მათ ინგლისში 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ეს უაზრობაა. მთელი სეზონის განმავლობაში ბევრს შრომობდით, სანაკრებო მატჩების შემდეგ კი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები 10 დღით დაგვაკლდებიდან. ისინი გამგზავრებას არ აპირებენ.

თუკი ფეხბურთელებს ექნებათ საშუალება გაფრინდნენ, ითამაშონ ნაკრებში, შემდეგ კი დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ კლუბში ვარჯიშს, ისინი ეროვნულ გუნდებში გაემგზავრებიან. ჩვენ ბევრ დროსა და თანხას ვდებთ სეზონის მნიშვნელოვან ნაწილში და თუკი საბოლოოდ შვიდი-რვა ფეხბურთელი ვეღარ დაგვეხმარება, ეს ყველაფერი აზრს კარგავს", - ამბობს გვარდიოლა ადგილობრივ მედიასთან. 

სიტი მანჩესტერული დერბისთვის ემზადება

ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 27 მატჩის შემდეგ, პეპ გვარდიოლას გაწვრთნილ მანჩესტერ სიტის, რომელმაც ზედიზედ 15 მატჩი მოიგო, 65 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. სიტი უახლოეს მდევარ მანჩესტერ იუნაიტედს მთელი 14 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში, 7 მარტს, ერთმანეთს სწორედ სიტი და იუნაიტედი დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები