Thumbnail
  • ტაშკენტის გრანდ სლემის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი გავიდა
  • ქართველი ძიუდოისტები ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ქართველმა ძიუდოისტებმა გრანდ სლემის მეორე საჭიდაო დღესაც ცუდად იასპარეზეს და მათ ფინალურ ბლოკში ვერ ვიხილავთ.

ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა - ფრიდონ გიგანმა (73კგ) პირველ ბრძოლაში ყირგიზ ერტურ ტურდუბაევს 3 წუთსა და 29 წამში იპონით აჯობა, რის შემდეგაც ბელგიელ იერონ კასესთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. გიორგი შერაზადიშვილმა (81კგ) პირველივე შეხვედრა დათმო, ტაჯიკ ხაკნაზარ ნაზაროვმა მეტოქეს დამატებით დროში იპონით გაიმარჯვა.

მარიამ ჭანტურია (70 კგ) ჩიზურუ არაისთან დამარცხდა. იაპონელმა ქართველ გოგონას ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც გამარჯვება იპონით გაიფორმა. მესამე საჭიდაო დღეს ტაშკენტის ტატამზე ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ), უშანგი მარგიანი (90 კგ), გიორგი ჩიქოვანი (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ)

კომენტარები

ბოლო ამბები