Thumbnail

დიდი საქმე ქვეყნისთვის - ლუის სუარესმა გუნდი დააარსა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლუის სუარესმა ურუგვაიში საფეხბურთო კომპანია და გუნდი დააარსა
  • დეპორტივო LS-ის მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლა იქნება

ლუის სუარესმა ურუგვაიში საფეხბურთო კომპანია დააარსა, რომელიც ურუგვაელ მოთამაშეებს განვითარებაში დაეხმარება. გარდა ამისა, სუარესმა გუნდიც შექმნა, რომელიც თავდაპირველად უნივერსიტეტების ლიგაში ითამაშებს. 

სუარესის გუნდს დეპორტივო LS ჰქვია, რომელიც უნივერსიტეტის ლიგაში ითამაშებს. გუნდს ჯერ 14, 16 და 18 წლამდე ფეხბურთელები ეყოლება. სუარესი სამომავლოდ გეგმავს, რომ ქალთა ფეხბურთისა და ჰოკეის გუნდებიც შექმნას. ურუგვაელმა უკვე დაიწყო სპორტული კომპლექსის მშენებლობა, სადაც გუნდი მოემზადება. სპორტულ კომპლექსში 7 სტადიონს ააშენებენ, მოედნების უმეტესობაზე კი  ბუნებრივ ბალახს დააგებენ.

სუარესის მიზანია, რომ სკოლებში ნიჭიერი ფეხბურთელები აღმოაჩინოს და მათ განვითარებაში დაეხმაროს, რათა ურუგვაიში ტალანტები არ დაიკარგონ.

ლუის სუარესმა სეზონის წინ ბარსელონა დატოვა და ატლეტიკოშ გადაიდა. ელ პისტოლერო დიეგო სიმეონესთან ერთად ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის. მას ამ სეზონში გამართულ 23 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები