Thumbnail

MVP დიდი უპირატესობით - ვალანსიენის ფანებმა კანკავა საუკეთესოდ აღიარეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კანკავა ვალანსიენის ლიდერად ჩამოყალიბდა და ფანები მას უკვე აფასებენ
  • 34 წლის ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს

ფრანგული ვალანსიენის გულშემატკივრებმა თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ჯაბა კანკავა დაასახელეს. საქართველოს ნაკრების 34 წლის კაპიტანმა გამოკითხვაში გამარჯვება სოლიდური უპირატესობით მოახერხა.

კანკავა ვალანსიენში იანვარში გადავიდა და თებერვალი იყო პირველი თვე, რომელიც მან ფრანგულ კლუბში სრულად გაატარა. ამდენად, ფანების მხრიდან მისი ერთხმად გამორჩევა კიდევ უფრო მეტად აღსანიშნავია.

ჯაბამ თებერვალში ვალანსიენის მაისურით 6-ჯერ საფრანგეთის ლიგა 2-ში ითამაშა და ერთხელაც საფრანგეთის თასზე, ყოფილი გუნდის, რეიმსის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა ვალანსიენში, რომელიც ლიგა 2-ში 28 ტურის თავზე 36 ქულით მე-8 ადგილზეა, მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა და დღემდე 9 თამაში ჩაატარა. ჯაბას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

კომენტარები

ბოლო ამბები