Thumbnail

იოზილის უიღბლობა - ფენერბაჰჩეს ნახევარმცველმა მძიმე ტრავმა მიიღო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 32 წლის ფეხბურთელმა თურქეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში ტრავმა მიიღო
  • ფენერბაჰჩეში ახლახან გადასულმა ნახევარმცველმა მოედანი საკაცით დატოვა
  • მესუთ იოზილს დაახლოებით ერთი თვე დასვენება მოუწევს

ფენერბაჰჩეს ნახევარმცველი მესუთ იოზილი თურქეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვერაში მძიმედ დაშავდა. 32 წლის ფეხბურთელმა კოჭი ანტალიასპორთან მატჩში დაიზიანა და დამოუკიდებლად მოედნის დატოვება ვერ შეძლო.

იოზილი მატჩის 66-ე წუთზე მეტოქე გუნდის თავდამსხმელ ფრედის შეეჯახა და ცუდად დაეცა. ფენერბაჰჩესი სამედიცინო შტაბმა იოზილი საკაცით გაიყვანა, თავად ფეხბურთელმა კი ემოციები ვერ დამალა.

მოგვიანებით თურქულმა კლუბმა მესუთის ტრავმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, ფეხურთელს კოჭის შიდა და გარე მყესები ნაწილობრივ აქვს გაწყვეტილი და დაახლოებით ერთი თვე გაუცდება. 

შეგახსენებთ, რომ ლონდონის არსენალისა და გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფენერბაჰჩეს ამ ზამთარს შეუერთდა. მესუთმა თურქულ გუნდში უკვე 7 მატჩში ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედებებით არ გამორჩეულა.

კომენტარები

ბოლო ამბები