Thumbnail
  • საქართველო 5:0 სომხეთი
  • გოლები: 1:0 ელისანდრუ (2), 2:0 ელისანდრუ (4), 3:0 ელისანდრუ (24), 4:0 სებისკვერაძე (27), 5:0 სებისკვერაძე (39)

ფუსტალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ნაკრებს თბილისის ოლიმპიურ სასახელში უმასპინძლა და მიმდინარე ციკლში პირველი, თანაც, ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში იდეალურად დაიწყო და მე-4 წუთზე უკვე ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა, რამაც მატჩის შემდგომ სცენარზე დიდი გავლენა მოახდინა. ანგარიში ელისანდრუმ ულამაზესი გოლით გახსნა, ხოლო ორ წუთში მან დუბლი გაიფორმა. საწყის წუთებში მოპოვებული კომფორტული უპირატესობის შემდეგ ავთანდილ ასათიანის გუნდი ოდნავ დამშვიდდა და თამაში უფრო აკადემიურ სტილში გააგრძელა. ამგვარად, პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა. უნდა აღინიშნოს, რომ შანსი სომხეთის ნაკრებსაც მიეცა, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა.

მე-2 ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ისევ მოუმატა და შედეგიც მიიღო: ჯერ ელისანდრუმ ჰეთ-თრიქი გაიფორმა, ხოლო 3 წუთის შემდეგ ახლო მანძილიდან არჩილ სებისკვერაძემ სტუმართა კარში მე-4 გოლი გაიტანა. თამაშის დასასრული ისეთივე ლამაზი და შთამბეჭდავი გამოდგა, როგორც დასაწყისი: 39-ე წუთზე სებისკვერაძემ ულამაზესი გოლი შეაგდო, დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0.

ელისანდრუმ ჰეთ-თრიქი შეასრულა

ამგვარად, საქართველოს ნაკრებს 3 ტურში 4 ქულა აქვს და ამ დროისთვის ჯგუფში მე-2 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველ ტურში საფრანგეთთან ფრე ითამაშა (4:4), მე-2 ტურში რუსეთთან წააგო (0:4). დღეს ჩვენს ჯგუფში მეორე მატჩი გაიმართება და საფრანგეთი ლიდერ რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველო კი მომდევნო მატჩს 10 მარტს, სტუმრად სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს, საიდანაც ერთი ადგილი მასპინძელ ნიდერლანდებს უკვე გარანტირებული აქვს. შესარჩევი ციკლში 8 ჯგუფის გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალურ ეტაპზე ავტომატურად გავლენ, ხოლო ორი უარესი მეორეადგილოსანი ერთმანეთს ორრაუნდიან პლეი ოფში შეხვდება და დარჩენილ ერთ საგზურს გაითამაშებს. ევროპის ჩემპიონატს ნიდერლანდების ორი ქალაქი ამსტერდამი და გრონინგენი 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე უმასპინძლებს.

საქართველო 5:0 სომხეთი

გოლები: 1:0 ელისანდრუ (2), 2:0 ელისანდრუ (4), 3:0 ელისანდრუ (24), 4:0 სებისკვერაძე (27), 5:0 სებისკვერაძე (39).

კომენტარები

ბოლო ამბები