Thumbnail

5-წლიანი კონტრაქტი მუსიალას - ჯამალი ბაიერნის მომავალია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჯამალ მუსიალამ ბაიერნთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა
  • 18 წლის ფეხბურთელზე გერმანიაში დიდ იმედს ამყარებენ

მიუნხენის ბაიერნმა უნიჭიერეს ნახევარმცველ ჯამალ მუსიალას დიდი ნდობა გამოუცხადა და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა! გერმანელი ფეხბურთელი "რეკორდმაისტერის" რიგებში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება. ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხელი მოვაწერე ჩემს პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს ბაიერნთან. ამ კლუბში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. დიდი მადლობა ნდობისთვის", - თქვა მუსიალამ, რომელიც სულ ახლახან, ერთი კვირის წინ გახდა 18 წლის და პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებაც შესაძლებელი გახდა. ჯამალი გერმანიის ქალაქ შტუტგარტში დაიბადა და დედა გერმანელი, ხოლო მამა ნიგერიელი ჰყავს, მაგრამ ბავშვობიდან ინგლისში იზრდებოდა და საფეხბურთო კარიერაც იქ დაიწყო.

ჯამალ მუსიალა 2011-2019 წლებში ლონდონის ჩელსის აკადემიაში თამაშობდა და სწორედ ამ პერიოდში ის ინგლისის 15, 16, 17 და 21-წლამდე ნაკრებებში ირიცხებოდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ მომავალში გერმანიის ეროვნულ ნაკრებში თამაშს აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისმა ყველაფერი მისცა. მან ჩელსი 2019 წელს დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ბაიერნმა მიიწვია. გასულ სეზონში ჯამალმა მიუნხენელთა პირველ გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ჰანსი ფლიკი სტაბილურად ენდობა და 26 შეხვედრაში  4 გოლიც გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები