Thumbnail

ALL STAR | ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დურანტმა გუნდები დააკომპლექტეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ALL STAR-ის გუნდების კაპიტნებმა დრაფტზე შემადგენლობები აირჩიეს
  • ლებრონის პირველი ნომერი ანტეტოკუნმპოა, დურანტის - კაირი ირვინგი

NBA-ს "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე გუნდების კაპიტნებმა, ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დურანტმა დრაფტზე შემადგენლობები აირჩიეს. 

ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლიდერმა 1-ელ ნომრად იანის ანტეტოკუნმპო აირჩია, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში “ყველა ვარსკვლავის მატჩებში” მისი მეტოქეების კაპიტანი იყო. ბრუკლინ ნეტსის ფორვარდმა, რომელიც წლევანდელ ALL STAR-ს ტრავმის გამო გამოტოვვებს, უმალ თავისი თანაგუნდელი კაირი ირვინგი დაასახელა. დურანტის ადგილი სასტარტოში ბოსტონ სეტლიკსის ფორვარდმა ჯეისონ ტეიტუმმა დაიკავა.

ლებრონ ჯეიმსის გუნდის სასტარტო შემადგენლობა: აიანის ანტეტოკუნმპო, სტეფ კარი, ლუკა დონჩიჩი, ნიკოლა იოკიჩი, ლებრონ ჯეიმსი.
სათადარიგოები: დემიენ ლილარდი, ბენ სიმონსი, კრის პოლი, ჯეილეინ ბრაუნი, პოლ ჯორჯი, დომანტას საბონისი, რუდი გობერი.

კევინ დურანტის გუნდის სასტარტო შემადგენლობა: კაირი ირვინგი, ჯოელ ემბიიდი, კავაი ლეონარდი, ბერდლი ბილი, ჯეისონ ტეიტუმი.
სათადარიგოები: ჯეიმს ჰარდენი, დევინ ბუკერი, ზაიონ უილიამსონი, ზაკ ლავინი, ჯულიუს რენდლი, ნიკოლა ვუჩევიჩი, დონოვან მიტჩელი.

შეგახსენებთ, რომ წელს ALL STAR-ის უიქენდი მხოლოდ ერთდღიანი იქნება და ის ატლანტაში გაიმართება. "ყველა ვარსკვლავის მატჩი" 7 მარტს (თბილისის დროით 8 მარტს ღამით) ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები