Thumbnail
  • დეტროიტ მერსიმ სეზონი კონფერენციის 1/4 ფინალში დაასრულა
  • ვილი ისიანის გუნდმა სეზონში 12 მატჩი მოიგო და 10 დათმო

NCAA-ის დეტროიტ მერსიმ, სადაც ქართველი ფორვარდი ვილი ისიანი თამაშობს, სეზონი დაასრულა. Horizon-ის კონფერენციის გუნდმა ლიგის ჩემპიონშიპის 1/4 ფინალში NKU-სთან 69:70 დათმო და ტურნირს გამოეთიშა. გუნდი ბოლო წამამდე იგებდა, თუმცა მეტოქემ საფინალო სირენასთან ერთად ჩააგდო გადამწყვეტი 2-ქულიანი. 

ბოლო მატჩში 23 წლის ვილი ისიანმა მხოლოდ 9 წუთი ითამაშა და 3 მოხსნა მიითვალა. დეტროიტის "ტიტანებისთვის" წარმატებული სეზონი გამოდგა, რადგან გუნდმა 2015/16 წლების სეზონის შემდეგ პირველად დაასრულა სეზონი დადებითი ბალანსით - 12-10. ხოლო კონფერენციაში 10 მოგება 2012/13 წლების მერე ტიტანებს არ ჰქონიათ. 

ისიანმა დეტროიტ მერსიში 3 სეზონი გაატარა

203 სმ. სიმაღლის ისიანი ჯუნიორის რანგში ასპარეზობდა და კიდევ ერთი სეზონი შეუძლია კოლეჯთა ლიგაში ითამაშოს. ის პრეპ აკადემის უმაღლესი სკოლის გუნდიდან მოხვდა დეტროიტში, სადაც უკვე სამი სეზონი გაატარა. ამ სეზონში ის საშუალოდ 3.0 ქულას, 2.7 მოხსნას და 1.2 პასს აკეთებდა. სეზონის დასაწყისში ვილი დეტროიტ მერსის სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა შემდეგ ეს როლი დაკარგა. მან ერთხელ მოახერხა 15 ქულის ჩაგდება. მას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. 20-წლამდელთა ნაკრებში ვილი საშუალოდ 8.1 ქულას, 7.2 მოხსნას და 1.3 პასს აგროვებდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები