Thumbnail
  • ბრეშა 14:6 დინამო თბილისი
  • 5 მარტს დეიან სტანოევიჩის გუნდი ბარსელონას შეხვდება

ბუდაპეშტში გრძელდება ჩემპიონთა ლიგის გათამაშება წყალბურთში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს. დინამო თბილისმა B ჯგუფში მე-6 მატჩი ჩაატარა და იტალიურ ბრეშას დაუპირისპირდა.

იტალიელი წყალბურთელების უპირატესობა მთელი თამაშის განმავლობაში აშკარა იყო და გამარჯვებაც იოლად მოიპოვეს. დინამო თბილისმა პირველი პერიოდი 1:4 წააგო და საკმაოდ სოლიდური ჩამორჩენის შემდეგ თამაშში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. უნდა აღინიშნოს, რომ ბრეშამ საქართველოს ჩემპიონს ოთხივე პერიოდი მოუგო და საბოლოო ანგარიშიც ლოგიკური იყო - 14:6.

დეიან სტანოევიჩის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადა და ქვეჯგუფში 1 მოგებით და 5 წაგებით ბოლო ადგილზეა (ასევე 3-3 ქულა აქვთ ვასპო ჰანოვერსა და იადრანს, მაგრამ თამაშით ნაკლები). დინამო თბილისი მომდევნო ტურის მატჩს ხვალ, ესპანური ბარსელონეტას წინააღმდეგ ჩაატარებს.

📺 ბრეშა v დინამო თბილისი

ბრეშა 14:6 დინამო თბილისი

4:1, 5:3, 2:0, 3:2

გოლები: 1:0 იოკოვიჩი, 2:0 ალესიანი, 2:1 ბითაძე, 3:1 პრეშიუტი, 4:1 ვლახოპულოსი, 5:1 გიტო, 5:2 იელაჩა, 5:3 ვაშიჩი, 6:3 კანელა, 7:3 იოკოვიჩი, 8:3 გიტო, 8:4 იელაჩა, 9:4 პრეშიუტი, 10:4 ვლახოპულოსი, 11:4 რენცუტო, 11:5 ვაპენსკი, 12:5 იოკოვიჩი, 12:6 მესხი, 13:6 დი სომა, 14:6 ნიკოლაიდისი

დინამო თბილისი: რაზმაძე - ქავთარაძე, ახვლედიანი, იმნაიშვილი, ბითაძე (1), იელაჩა (2), ადეიშვილი, ტყეშელაშვილი, მესხი (1), მაგრაქველიძე, ვაშიჩი (1), ვაპენსკი (1)

კომენტარები

ბოლო ამბები