Thumbnail
  • 'ჩვენ მას გონზე მოსასვლელად იმდენი დრო უნდა მივცეთ, რამდენიც დასჭირდება'
  • ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ბრაზილიელ გოლკიპერს მიუსამძიმრა

ინგლისური ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა წერილით მიმართა გუნდის მეკარე ალისონს, რომელსაც თავს დიდი ტრაგედია დაატყდა. ბრაზილიელ ფეხბურთელს რამდენიმე დღის წინ მამა გარდაეცვალა. გერმანელმა სპეციალისტმა თავისი ემოციების გამოხატვა სწორედ წერილის საშუალებით გადაწყვიტა:

“ასეთ თემებზე საზოგადოდ საუბარი ყოველთვის ძალიან რთულია, ზოგჯერ, შეუძლებელიც კი. შესაძლოა, წერილში ეს უფრო გამიადვილდეს. უკანასკნელ პერიოდში მსოფლიომ დიდი დანაკლისი განიცადა. ტკივილი ჩვენი კლუბის სხვა წევრებსაც შეეხოთ. პლანეტაზე საყვარელი ადამიანი ბევრმა დაკარგა, თუმცა, ჩვენს გულითად მეგობარ ალის ნამდვილი ტრაგედია შეემთხვა. არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა, არ არსებობს სიტყვები, რომლითაც ამ ემოციების გადმოცემა შეიძლება, უბრალოდ მინდა ვუთხრა მას, რომ ის და მისი ოჯახი ყველას ძალიან გვიყვარს. მამის ხსოვნის საუკეთესო გამოხატულება სწორედ ალისონია, ადამიანი, რომელიც მას პატივს ყოველდღიურად მიაგებს. ჩვენ მას გონზე მოსასვლელად იმდენი დრო უნდა მივცეთ, რამდენიც დასჭირდება. ჩვენმა ქომაგებმაც უნდა იცოდნენ, რომ ალი მათ სიყვარულს გრძნობს. ყველამ ერთად უნდა აღვნიშნოთ ის დიდებული მომენტები, რომელაც მას სამომავლოდ კარიერაში ელის”.

შეგახსენებთ, რომ ინგლისური ლივერპულისა და ბრაზილიის ნაკრების მეკარის ალისონ ბეკერის მამა ჟოზე აგოსტინო ბეკერი გარდაცვლილი იპოვნეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ის დასასვენებელ სახლთან ახლოს ტბაში, წყალში ჩავარდნის შედეგად დაიხრჩო. 57 წლის აგოსტინოს ცხედარი გასული ოთხშაბათის საღამოს აღმოაჩინეს. მას 5 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები