Thumbnail
  • სეტონ ჰოლი 58:69 UConn
  • სანდრო მამუკელაშვილი - 20 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი

NCAA-ს რეგულარული სეზონის ბოლოსწინა მატჩში სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა კონექტიკუტის UConn-ს უმასპინძლა და 58:69 დამარცხდა.

მატჩი სეტონ ჰოლის უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ტაიმის ბოლო 4 წუთში მასპინძლებმა ქულაც ვერ ჩააგდეს და ტაიმი 26:27 წააგეს. წაგებულთა რიგებში საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელიც გუნდს 20 ქულით, 10 მოხსნით, 3 პასით და 2 ჩაჭრით შეეწია. 

ეს იყო ბოლო მატჩი Prudential Center-ში და სეტონ ჰოლის ფანები დაემშვიდობნენ იმ მოთამაშეებს, რომელთაც კოლეჯთა ლიგაში ბოლო სეზონი აქვთ, მათ შორის სანდრო მამუკელაშვილს. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი ფორვარდი NBA-ს დრაფტზე დადგება. 

სეტონ ჰოლის მოთამაშეები, რომლებიც კოლეჯთა ლიგას ასრულებენ

სეტონ ჰოლის ფანები განსაკუთრებით გამოეხმაურნენ სანდრო მამუკელაშვილის დაჯილდოვებას. "მამუუუ", ისმოდა დარბაზში, სადაც გამონაკლისის სახით 1 700 ფანი დაუშვეს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად. ეს სანდროს მე-5 ორმაგი დუბლი იყო სეზონში და მე-12 სეტონ ჰოლის კარიერაში. ის 1 057 ქულით გუნდის ისტორიაში 41-ე პოზიციაზეა. სანდრომ 10 და მეტი ქულა ზედიზედ 13 მატჩში ჩააგდო.

📺 მამუკელაშვილის გამომშვიდობება ფანებთან და საუკეთესო მომენტები


სეტონ ჰოლს "ბიგ ისტის" კონფერენციაში 10-8 ბალანსი აქვს, მე-4 ადგილზეა და 6 მარტს სენტ ჯონ'სს ხვდება. ამის შემდეგ სეტონ ჰოლი "ბიგ ისტის" კონფერენციის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები