Thumbnail

'ბუნება უნდა გადარჩეს' - გუნდებმა ლოგოებიდან ცხოველები ამოიღეს

  • ველური ბუნების მსოფლიო დღე 3 მარტს აღინიშნება
  • საფეხბურთო კლუბებმა ლოგოებიდან ცხოველები ამოიღეს

პრემიერლიგის გუნდებმა - ასტონ ვილამ, ვესტ ბრომვიჩმა და ვულვზმა ლოგოებიდან ცხოველების გამოსახულებები ამოიღეს, რითიც ველური ბუნების მსოფლიო დღის ცნობადობის გაზრდა სცადეს.

ველური ბუნების მსოფლიო ფონდთან ერთად რამდენიმე კლუბმა მათ შორის რომამ, მიდლსბრომ, ბრენტფორდმა და უტფორდმა ლოგოებში დროებით ცვლილება შეიტანეს, რათა კიდევ ერთხელ გაესვათ ხაზი იმისთვის, რომ ბუნებას დიდი ზიანი ადგება.

გუნდებმა სოციალურ ქსელების ექაუნთებიდან ცხოველთა ლოგოები ამოიღეს და აქციას შეუერთდნენ. ბუნების მსოფლიო ფონდმა 60-წლიანი არსებობის მანძილზე ლოგოდან პანდა პირველად გააქრო. მათი ინიციატივით დაიწყო ეს აქცია და ფონდმა ამის შესახებ სპეციალური კომენტარიც გაავრცელა.

''გვინდა, რომ ადამიანებს ვუჩვენოთ, თუ როგორ გამოიყურება მსოფლიო ბუნების გარეშე. 50 წლის შემდეგ, ძალიან რთული სიტუაცია იქნება და ველური ბუნების ნაწილი 68%-ით იქნება შემცირებული. ადამიანსა და პლანეტაზე არსებულ სიტუაციას შორის კავშირი დაკარგულია. ჩვენ და მსოფლიოს რამდენიმე დიდი ბრენდი ვუერთდებით აქციას და გვსურს, ხალხს დავანახოთ, როგორი იქნება სამყარო ველური ბუნების გარეშე.

გლობალურად გვსურს, რომ მიმართულება ავირჩიოთ და ბუნება აღვადგინოთ. ამისთვის მთავრობების დახმარება დაგვჭირდება'', - წერს ბუნების მსოფლიო ფონდი.

სოციალურ ქსელებში ასტონ ვილას, ვესტ ბრომვიჩისა და ვულვზის ანგარიშების მთავარი ფოტოდან ცხოველები გააქრეს, თუმცა მაისურებზე ცხოველები ისევ დატანილი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები