Thumbnail
  • იგოკეა 62:82 ლენოვო ტენერიფე
  • გიორგი შერმადინი - 17 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის I რაუნდში გიორგი შერმადინის ტენერიფემ სტუმრად ბოსნიური იგოკეა 20 ქულის სხვაობით დაამარცხა და მეორე რაუნდში გავიდა - 82:62. მატჩის MVP ქართველი ცენტრია, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი იყო - 23. 

გიორგი შერმადინი ესპანური კლუბის სასტარტოში არ ყოფილა, მან 25:21 წუთი ითამაშა და 17 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. +- კოეფიციენტი ქართველ ცენტრს +26 ჰქონდა. 

📺 იგოკეა v ტენერიფე [მიმოხილვა]

ამავე რაუნდში თად მაკფადენის ბურგოსმა შინ რიგას 1 ქულის სხვაობით მოუგო - 76:75. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 23:27 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მოუტანა გუნდს. 9 მარტს პლეი ოფის მე-2 რაუნდში მაკფადენის ბურგოსი შერმადინის ტენერიფეს მასპინძლობს. 
 

კომენტარები

ბოლო ამბები