Thumbnail

ზივზივაძის მე-9 გოლი სეზონში - ფეჰერვარმა ქულები ბუდუს შეცვლის შემდეგ დაკარგა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 26 წლის ქართველმა ფორვარდმა უნგრეთის ჩემპიონატში მეექვსე გოლი გაიტანა
  • ფეჰერვარმა პაკშთან მატჩში ორბურთიანი უპირატესობა მატჩის ბოლოს გაფლანგა 

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში მე-6 გოლი გაიტანა. 26 წლის ფორვარდის გუნდმა ფეჰერვარმა 24-ე ტურის შეხვედრაში პაკშს უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 2:2, მასპინძელთა მეორე გოლი კი სწორედ ზივზივაძემ მიითვალა.

ზივზივაზე ფეჰერვარის სასტარტო შემადგენლობაში იყო, გოლით კი 64-ე წუთზე, თავური დარტყმით გამოირჩა და ანგარიში 2:0 გახადა. მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი 75-ე წუთზე შეცვალა და პაკშმა გათანაბრება ამის შემდეგ შეძლო - 78-ე და 85-ე წუთებზე გატანილი გოლებით.

📺 ზივზივაძის გოლი პაკშთან

ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში უნგრეთის პირველობის 22 შეხვედრაში ითამაშა და 6 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა კიდევ 3 გოლის გატანა უნგრეთის თასის გათამაშებაშიც მოახერხა. 

უნგრეთის ჩემპიონატში გასული 24 ტურის შემდეგ, ფეჰერვარს 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ბუდუს გუნდი 7 მარტს, სტუმრად ბუდაფოკისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები