Thumbnail

მოიზე კინს COVID-19 აქვს - პსჟ-ის ფორვარდის თამაში ბარსასთან საეჭვოა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ის თავდამსხმელმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო
  • 21 წლის იტალიელი ფორვარდი გუნდს ბორდოსთან სათამაშოდ არ გაჰყვა
  • პარიზელებს ერთ კვირაში ბარსელონასთან საპასუხო მატჩი ელით 

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა მოიზე კინმა კორონავირუსის ტესტზე დადებით პასუხი მიიღო. ამის შესახებ პარიზული კლუბის ოფიციალური საიტი წერს.

ამის გამო 21 წლის იტალიელი ფეხბურთელი პარიზში დარჩა და ის საფრანგეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრას გამოტოვებს, რომელსაც პსჟ სტუმრად ბორდოსთან 3 მარტს გამართავს. კინი თვითიზოლაციაშია და პროტოკოლით დადგენილ წესებს იცავს.

რაც მთავარია, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა მოიზე კინის თამაში ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო შეხვედრაში ბარსელონასთან. შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა სტუმრად “კამპ ნოუზე” ანგარიშით 4:1 გაიმარჯვეს, ერთი გოლით კი მოიზე კინი გამოირჩა. პსჟ-ბარსელონას საპასუხო დაპირისპირება 10 მარტს ჩატარდება.

მოიზე კინმა 1-ელ მარტს გუნდთან ერთად ივარჯიშა

მოიზე კინმა პარი სენ-ჟერმენის მაისურით ყველა ტურნირის 27 მატჩში ითამაშა, გაიტანა 15 გოლი და მიითვალა 3 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები