Thumbnail
  • დინამო თბილისი 4:11 ტელეკომ ბუდაპეშტი
  • 4 მარტს დინამო იტალიურ ბრეშას ეთამაშება

ბუდაპეშტში გრძელდება წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება. კორონავირუსის პანდემიის გამო, ეს სეზონი განსხვავებული ფორმატით ტარდება. B ჯგუფის 6 გუნდი მე-2 წინასწარი ეტაპის მატჩებისთვის ბუდაპეშტში შეიკრიბნენ. დინამო თბილისი (1-3) დღეს მასპინძელს, ტელეკომ ბუდაპეშტს შეხვდა და დამარცხდა - 4:11.

საქართველოს ჩემპიონმა პირველი მეოთხედი ჩააგდო, როცა 0:5 დამარცხდა. ფაქტობრივად, აქ გადაწყდა მატჩის ბედიც. ამის შემდეგ დეიან სტანოიევიჩის გუნდმა უკეთ ითამაშა, მესამე მეოთხედი კი სულაც მოიგო. 

📺 დინამო თბილისი v ტელეკომ ბუდაპეშტი

4 მარტს დინამო მორიგ მატჩს გამართავს, იტალიურ ბრეშას დაუპირისპირდება, ტურის ბოლო დღეს (5 მარტი) კი ზოდიაკს ეთამაშება. 

დინამო თბილისი 4:11 ტელეკომ ბუდაპეშტი

0:5, 1:3, 2:1, 1:2

გოლები: 0:1 ზალანკი, 0:2 ვამოში, 0:3 ვიგვარი, 0:4 ვიგვარი, 0:5 ფუნტულისი, 1:5 ვაპენსკი, 1:6კონსტანტინ-ბიკარი, 1:7 იანშიკი, 1:8 სედლმაიერი, 2:8 ვაპენსკი, 2:9 იანშიკი, 3:9 ვაშიჩი, 3:10 ვამოში, 4:10 ბითაძე, 4:11 ვიგვარი 

დინამო თბილისი: რაზმაძე - ქავთარაძე, ახვლედიანი, იმნაიშვილი, ბითაძე (1), იელაჩა (კაპ), ადეიშვილი, ტყეშელაშვილი, მესხი, მაგრაქველიძე, ვაშიჩი (1), ვაპენსკი (2)

კომენტარები

ბოლო ამბები