Thumbnail

ზედიზედ მე-6 გამარჯვება - ბეჟანიშვილის ილინოისი NCAA-ის ჩემპიონობის კანდიდატია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მიჩიგანი 53:76 ილინოისი
  • გიორგი ბეჟანიშვილი - 15 წუთი: 4 ქულა, 2 მოხსნა

NCAA-ს წლევანდელი სეზონის ორი ფავორიტის ბრძოლაში მე-4 ნომრად განთესილმა ილინოისმა, სადაც გიორგი ბეჟანიშვილი თამაშობს, სტუმრად აჯობა მე-2 ნომრად განთესილ მიჩიგანს - 76:53.

ილინოისმა ბოლო 11 მატჩიდან 10 მოიგო

გიორგი ბეჟანიშვილმა 15 წუთი ითამაშა და გუნდს 4 ქულით და 2 მოხსნით დაეხმარა. 1989 წლის მერე ილინოისს კოლეჯთა ლიგაში არასდროს დაუმარცხებია სტუმრად მე-2 ნომრად განთესილი ოპონენტი. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ტრენტ ფრეზაიერი იყო 22 ქულით. ილინოისმა ბოლო 11 მატჩიდან 10 მოიგო (აქედან ბოლო 6). 

"ბიგ თენის" კონფერენციაში ილინოისს ერთი მატჩი დარჩა - ოჰაიო სტეიტთან. გუნდს კონფერენციაში 15-4 ბალანსი აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები