Thumbnail
  • მაკაბი 80:84 ცსკა 
  • თორნიკე შენგელია: 8 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი

ევროლიგის რეგულარული სეზონის 27-ე ტურში მოსკოვის ცსკა, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია თამაშობს, თელ-ავივის მაკაბის ესტუმრა და გაიმარჯვა - 84:80.

თორნიკე შენგელია, რომელიც ახლახან დაბრუნდა 3-კვირიანი იძულებითი დასვენების შემდეგ, სასტარტო ხუთეულში იყო. მან 21 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გამარჯვებულთა რიგებში კლაიბერნმა 21 ქულა ჩააგდო, ჰილარდმა - 17. მაკაბის რიგებში საუკეთესო დორსი იყო 20 ქულით. 

მოსკოვის ცსკა-ს 26 მატჩიდან 16 მოგება აქვს და მე-2 პოზიციაზეა. შენგელიას გუნდს მხოლოდ ბარსელონა უსწრებს 17 გამარჰვებით. 4 მარტს ცსკა თურქეთში ეფესს ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები