Thumbnail

Zinedine Zidane! საუკეთესო საფეხბურთო ჰიმნი მოსმენილი გაქვს?

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ზიდანს გულშემატკივარი მრავლად ჰყავს - მათ შორის ავსტრალიელ მუსიკოსთა შორის
  • 8 წლის წინ, ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ჰიმნი შეიქმნა

Vaudeville Smash-ის შესახებ შესაძლოა ბევრი არაფერი გსმენიათ. მათ შესახებ არც ჩვენ დავწერდით რამეს, რომ არა მათი ერთი სიმღერა...

სიმღერა სახელწოდებით 'ZINEDINE ZIDANE' ავსტრალიურმა ბენდმა  2014 წელს, სინგლის სახით გამოსცა. ტრეკი ცნობილ ავსტრალიელ სპორტულ კომენტატორთან, ლეს მიურეისთან ერთად გაკეთდა. მიურეიმ, რომელსაც ავსტრალიაში 'ფეხბურთის ხმად' მოიხსენიებენ, ფეხბურთის ვარსკვლავების სახელები გარითმა.

ტრეკი ძალიან მოკლე დროში ძალიან პოპულარული გახდა, იგი მილიონობით ადამიანმა მოისმინა და ისეთი გამოცემების ყურადღება მიიპყრო როგორებიც: Billboard, ESPN, L'Equipe, MARCA, Eurosport და BBC არიან.

2014 წელს ყველასთვის უცნობმა ბენდმა სიმღერის ჩასაწერად და შემდეგ კლიპის გადასაღებად $20,000 ვალის სახით აიღო, ტექსტის შესრულება მათ, მაშინ უკვე 68 წლის მიურეის სთხოვეს... 8 წლის შემდეგ სიმღერას იუთუბზე 18 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები