Thumbnail
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლებრონ ჯეიმსს უპასუხა
  • 39 წლის შვედი ფორვარდი სანრემოს ფესტივალზე იმღერებს

მილანის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიაში ძალიან პოპულარულ სანრემოს ფესტივალზე იმღერებს. შვედმა ფეხბურთელმა მუსიკალური ფესტივალის დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო თემებს შეეხო. მათ შორის, რომელუ ლუკაკუსთან კონფლიქტს და ბელგიელი შემტევი სანრემოს ფესტივალზე დაპატიჟა:

"ჩვენს შორის არანაირი პირადი პრობლემა არ არის, რაც მოედანზე ხდება, იქვე რჩება. თუ მას სანრემოში მოსვლა სურს, მივესალმები", - თქვა იბრამ ლუკაკუსთან კონფლიქტზე. შემდეგ შვედმა უკვე ლებრონ ჯეიმსთან დაკავშირებით განცხადებების შესახებ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ, სპორტსმენები სამყაროს ვაერთიანებთ, პოლიტიკა კი ყოფს. სპორტსმენები უნდა იყვნენ სპორტსმენები, პოლიტიკოსები კი - პოლიტიკოსები. ჩემს სპორტში სპორტსმენები მთელი მსოფლიოდან არიან და მე ყველა მათგანს გულითადად ვესალმები. მაგრამ სხვა რაღაცებში ჩვენ არ ვართ საუკეთესოები და მინდოდა, ჩემი მესიჯი სწორედ ეს ყოფილიყო", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

ზლატანმა სანრემოს 2021 წლის ფესტივალზე მონაწილეობა გადაწყვიტა და იტალიაში ამ ამბავს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ პარალელურად მილანი 'სკუდეტოსთვის' იბრძვის და ხვალ უდინეზესთან მატჩიც აქვს:

"პროფესიონალი ვარ და როდესაც ფეხბურთს ვთამაშობ, ძალიან კონცენტრირებული ვარ. მინდა, იტალიას ის მივცე, რაც ამ ქვეყანამ მომცა, არა მარტო ფეხბურთში. ფესტივალის ჩატარების შესაძლებლობა როცა მივიღე, ვიკითხე და მითხრეს, რომ ეს ყველაზე დიდი რამ არის იტალიაში, გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო", - აღნიშნა სკანდინავიელმა.

ზლატან ტრავმის გამო 20 დღე გაუცდება

ზლატანი 2021 წლის სანრემოს ფესტივალის ხუთი საღამოდან ერთ-ერთში ბოლონიას მთავარ მწვრთნელ და მის ყოფილ თანაგუნდელ, სინიშა მიხაილოვიჩთან ერთად იმღერებს: "სინიშასთან ერთად ვიმღერებ, იმედი მაქვს, რომ მიხაილოვიჩმა სიმღერა არ იცის, ასე ჩვენ ერთ დონეზე ვიქნებით", - იხუმრა ზლატანმა.

აღსანიშნავია, რომ სანრემოს ცნობილი წამყვანი ამადეუსი ინტერისტაა, მილანსა და ინტერს შორის კი საჩემპიონო რბოლაა გაჩაღებული. ზლატანმა მცირე კომენტარი ამის შესახებაც გააკეთა: "მილანისტას გარეშე დერბი არ არსებობს. ის ყოველ 5 წუთში იმეორებს, რომ ინტერისტაა და ამბობს, რომ პირველ ადგილზე არიან, მაგრამ მანამდე 6 თვის განმავლობაში მსგავსი არაფერი გამიგია. პირველი ადგილი უნდა დავიბრუნოთ", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი. შვედმა რომასთან ბოლო შეხვედრაში ტრავმა მიიღო და როგორც გაირკვა 3 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები