Thumbnail

ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი ევრო 2022-ის შესარჩევის მატჩებისთვის ემზადება
  • საქართველოს ნაკრები 5 და 10 მარტს, შინ და სტუმრად სომხეთს ეთამაშება 

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სფფ-ის პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 5 მარტს სომხეთის ნაკრებს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაუპირისპირდება. პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 18:15 საათიდან წარმოადგენს.

ამ გუნდებს შორის მეორე შეხვედრა კი 10 მარტს ერევანში შედგება და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

უახლოესი შეხვედრებისთვის ჩვენი გუნდი თბილისში არასრული შემადგენლობით ემზადება. კლუბებში გასამართი შეხვედრების გამო, რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებს 2 მარტიდან შეუერთდება. 

სომხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის ავთანდილ ასათიანმა 17 მოთამაშე გამოიძახა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთან, ყაზახეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაშ-ლიდა, ბელარუსი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა).

საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ასათიანის გუნდს საფრანგეთსა და რუსეთთან გამართული მატჩების შემდეგ ერთი ქულა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები