Thumbnail
  • გაიცანით მერსედესის ახალი ბოლიდი ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონისთვის
  • ტესტები 10 მარტს იწყება, სეზონი კი - 28 მარტს, ბაჰრეინში

ფორმულა 1-ის ახალი სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, მერსედესმა თავისი ახალი ბოლიდი W12 წარადგინა.

ფოტოზე ხედავთ ბოლიდს, რომელიც მარტის ბოლოდან, ფორმულა 1-ის ახალ სეზონში, სტარტზე ალბათ ისევ პირველი იქნება! მოდით, ლუის ჰემილტონისა და ვალტერი ბოტასის ახალი მანქანა კარგად შევათვალიეროთ.

მერსედესმა თავისი ახალი ბოლიდი W12 სამშაბათს, ონლაინ-პრეზენტაციით წარმოადგინა. სეზონი 28 მარტს, ბაჰრეინში იწყება და ავტოსპორტის მოყვარულები ამ დღეს მოუთმენლად ელიან. სხვა გუნდებისთვის და მათი ქომაგებისთვის კი ეს ბოლიდი უდიდეს შიშს იწვევს - ისევე, როგორც წინა წლებში.

მერსედესი ტიტულებს 2014 წლიდან პაუზის გარეშე იგებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ წესების მცირე ცვლილებების გამო, ახალ სეზონში რეალობა შეიცვალოს და მერსედესი ფავორიტი არ იყოს.

“ჩვენს ფოკუსს ყოველწლიურად ახლებურად ვაყალიბებთ და რეალურ მიზნებს ვისახავთ. შესაძლოა, ჩემი ეს სიტყვები მარტივად ჟღერს, მაგრამ ეს ყველაფერი ადვილი არ არის, ძალიან ძნელია და ეს არის მიზეზი იმისა, რომ არ არსებობს სხვა გუნდი, რომელმაც ზედიზედ ამდენი ტიტული მოიგო.”

რით გამოირჩევა W12? “ზილბერპფაილი” ისევ შავია. სიახლეა ფირუზისფერი ხაზები და ასევე უკანა ნაწილის ნაცრისფერი შეფერილობა წითელი ფერის ნომრითა და AMG წარწერით. ასეთი მოდერნიზება გაუკეთა მერსედესმა ბოლიდს დიზაინის თვალსაზრისით.

რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს: დაკიდებისა და გაგრილების სისტემები განახლებულია, ასევე ძრავაც. ფოტოებზე დიდი ცვლილებები არ ჩანს, ისე, როგორც სხვა ბოლიდები, W12-იც წინა წლის კონცეფციის ევოლუციაა. 

12 მარტიდან ბაჰრეინში ახალი მერსედესის ტესტები დაიწყება და გამოჩნდება, რამდენად კარგია ახალი ბოლიდი სინამდვილეში.

აქვე გეტყვით, რომ 3 მარტს ახალი ასტონ მარტინის წარდგენა იგეგმება, 5 მარტს უილიამსის, ხოლო ფერარი კი თავის ახალ ბოლიდს 10 მარტს გვიჩვენებს.

კომენტარები

ბოლო ამბები