- ბრიტანული კორონავირუსის გამო იტალიის ჩემპიონატის მატჩი არ ჩატარდება
- ტურინელებს რომში გამგზავრების უფლება არ მისცეს
იტალიის სერია A-ს დღეს დაგეგმილი მატჩი არ ჩატარდება და ამის მიზეზი ისევ და ისევ კორონავირუსია!
საქმე ეხება ლაციოსა და ტორინოს დაპირისპირებას, რომელიც თბილისის დროით 21:30-ზე უნდა დაწყებულიყო. მიზეზი ადგილობრივი კოვიდ-რეგულაციებია. საქმე ისაა, რომ ბოლო დღეებში ტურინელთა რიგებში კორონავირუსი 10 ადამიანს - ფეხბურთელებს და გუნდის შტაბის წევრებს დაუდასტურდათ. თანაც, მათ კოვიდ-19-ის ახალი, ბრიტანული ვერსია დაუდგინდათ, რომელიც განსაკუთრებით გადამდებია. ახლა ტორინო მთელი გუნდით კარანტინშია.

შეგახსენებთ, რომ ტორინომ 26 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრაც ვერ გამართა სასუოლოსთან. ეს მატჩი 17 მარტისთვის გადაიდო.
დღეს იტალიის სერია A-ში კიდევ ერთი მატჩია დაგეგმილი - ტურინის იუვენტუსი სპეციას უმასპინძლებს. თამაში 23:45-ზე დაიწყება.
კომენტარები