Thumbnail
  • რომა 4:2 ლივერპული
  • მერსისაიდელები ლიგის მოგებას მეექვსედ შეეცდებიან
  • ლივერპულმა ბოლოს ფინალში 2007 წელს ითამაშა

ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების საპასუხო მატჩი, სტადიო ოლიმპიკოზე რომას წინააღმდეგ ითამაშა და დაძაბულ შეხვედრაში 4:2 დამარცხდა.

კლოპის გუნდს ენფილდზე 5:2 ჰქონდა მოგებული, ასეთი ანგარიშის შემდეგ, გასვლითი მატჩის არავის შეეშინდებოდა, რომ არა რომას სასწაული მატჩი ბარსელონას წინააღმდეგ, სადაც რომაელებმა კატალონიელების 3 ბურთიანი უპირატესობა აღმოფხვრეს.

ვაინალდუმის პირველი გოლი გასვლით მატჩში

მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა, 9' წუთზე სადიო მანემ გაიტანა, ხოლო მალევე დეიან ლოვრენის ამოტანილი ბურთი ჯეიმს მილნერს თავში მოხვდა და კარიუსის კარში კურიოზულად შეგორდა.

ლივერპულელებმა მეორე  26' წუთზე გაიტანეს, როდესაც ჯორჯინიო ვაინალდუმმა თავური დარტყმით წითლები წინ გაიყვანა. "მხოლოდ 90 წუთი გვაშორებს ფინალს" ამბობდა ვაინალდუმი თამაშის წინ. "რათქმაუნდა ახლოს ვართ ფინალთან, ერთი ნაბიჯი გვინდა"

მეორე ტაიმის დასაწყისში, რომას ყველაზე მეტად სწრაფი გოლი სჭირდებოდა და ეს მოახერხეს კიდეც - ელ შაარავის დარტყმის შემდეგ, ბურთი ედინ ჯეკოს მიუგორდა და ბოსნიელმა, ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა.

ედინ ჯეკოს ზედიზედ მეხუთე გოლი ლიგაზე

რომა მთელი მეორე ტაიმი დომინირებდა, 'ჯალაროსის' შეტევებს ლივერპულელები იგერიებდნენ. 2 კარგი მომენტი ჰქონდა ედინ ჯეკოს, ერთხელ რომას ცხრიანს ბურთი აეჭრა, მეორედ კი კარიუსმა დარტყმული გაჭირვებით მოიგერია. 

85' წუთზე რაჯა ნაინგოლანმა გაისროლა და რომა წინ გაიყვანა, მალევე ბელგიელმა პენალტით მეორეც გაიტანა, რომალებს სასწაულამდე ცოტა დააკლდათ - 4:2. ლივერპული ფინალში გავიდა და კიევში მადრიდის რეალს შეხვდება.

მერსისაიდელებმა ფინალი ბოლოს, 2007 წელს ითამაშეს, სადაც რაფელ ბენიტესის გუნდი ათენში, მილანთან 2:1 დამარცხდა.

ლივერპულის გულშემატკივრები სტადიო ოლიმპიკოზე

სტატისტიკა და საინტერესო ფაქტები

► რომა ერთადერთი გუნდი იყო ლიგაზე, ვისაც სახლში გოლი არ ჰქონდა გაშვებული.

► ლივერპულელმა, საკუთარ კარში გოლი ლიგაზე ბოლოს ასევე ნახევარფინალში გაიტანა - ჯონ არნე რიისემ 2007-08 წლების სეზონში, ჩელსის სასარგებლოდ.

► მოჰამედ სალაჰის (10), რობერტო ფირმინოს (10) და სადიო მანეს (9) ტრიო, გახდა ყველაზე შედეგიანი ტრიო ლიგის ისტორიაში, მათ 2013-14 წლების - რონალდოს, ბენზემას და ბეილს აჯობეს. 

► 20 გოლი - ამდენი, ან მეტი ლიგაზე ერთ სეზონში მხოლოდ მადრიდის რეალს აქვს გატანილი 2013-14 წლების სეზონში.

► 11 გოლი - ამდენი ლიგის არცერთ ნახევარფინალში არ გასულა.

► ედინ ჯეკომ ლიგაზე ბოლო ხუთ მატჩში, მეხუთე გოლი გაიტანა.

საუკეთესო ფეხბურთელი: ედინ ჯეკო

მიუხედავად იმისა, რომ რაჯა ნაინგოლანმა დუბლი გაიტანა, ბოსნიელი რომას რიგებიდან საუკთესო იყო. ჯეკომ ანგარიში გაათანაბრა და მთელი მატჩი ლივერპულის დაცვას მოსვენებას არ აძლევდა, სწორედ მისი აქტიური თამაშის წყალობით რომამ რიტმი დაიჭირა და ლამის მეორე სასწაულის მომსწრე გავხდით...

ედინ ჯეკოს გოლის ეპიზოდი

ბოლოს ერთად ფინალში...

ლივერპული მადრიდის რეალს ფინალში 1981 წელსაც შეხვდა, მაშინ ლივერპულელებმა რეალი ალან კენედის გოლით - 1:0 დაამარცხეს. პარიზში ლივერპულმა ჩემპიონთა თასი მესამედ მოიგო, მესამედ ბობ პეისლის ხელში. პეისლის რეკორდი, კარლო ანჩელოტიმ 2013-14 წლებში გაიმეორეა, როდესაც ლიგის თასი მესამედ აღმართა... იტალიელს ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მილანში და ერთხელ რეალში აქვს მოპოვებული.

გრემ სუნდესი და პიტერ ტომფსონი 1981 წელს, რეალთან მოგებული ფინალის შემდგ პარიზში

კომენტარები

ბოლო ამბები