Thumbnail

U16 საქართველოს ნაკრებმა განვითარების თასი გამარჯვებით დაიწყო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ზვიად ჯელაძის გუნდმა U16 ყაზახეთის ნაკრები 3:2 დაამარცხა
  • რუმინეთმა და ბელარუსმა გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიაში გაარკვიეს

თბილისში სტარტი აიღო განვითარების თასმა 16-წლამდელთა ნაკრებებს შორის.

პირველ ტურში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე რუმინეთი-ბელარუსის თამაში ფრედ, 0:0 დასრულდა - რეგლამენტის თანახმად, გუნდებმა თერთმეტმეტრიანები შეასრულეს, რომელშიც რუმინეთმა 4:3 გაიმარჯვა და 2 ქულა ჩაიწერა აქტივში, ბელარუსს კი 1 ქულა ერგო.

მეორე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც U16 საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი 3:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები ლუკა ტორონჯაძემ, შალვა ოგბაიძემ და თორნიკე მორჩილაძემ გაიტანეს.

ზვიად ჯელაძემ ყაზახეთს შემდეგი შემადგენლობა დაუპირისპირა:

ხარშილაძე, კვარაცხელია, ხვადაგიანი, ერაძე, მირზიკაშვილი, ბენდიანიშვილი, ტალახაძე, ოგბაიძე, მორჩილაძე, ზურაბიანი, ტორონჯაძე

შეცვლაზე შევიდნენ:

შურღაია, ხვედელიძე, დევდარიანი, ოსიყმაშვილი, ჟივიძე

კომენტარები

ბოლო ამბები