Thumbnail

StadiumDB.com ტრადიციულად, მე-11-ედ ირჩევს წლის საუკეთესო სტადიონს. იმ სტადიონებს შორის, რომლებიც 2020 წელს გაიხსნა, 20 იბრძოდა საუკეთესოს სახელისთვის. ახლახან StadiumDB.com-ის კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 კანდიდატიდან 10 ფინალისტი დატოვა, დინამო ბათუმის სტადიონი მათ შორისაა. 

ჟიურის ვერსიით ფინალში გავიდნენ: აჰმად ბინ ალი სტედიუმი (ყატარი), ბათუმის სტადიონი (საქართველო), ედუქეიშნ სტედიუმი (ყატარი), ინტერ მაიამი (აშშ), კანსეკი (იაპონია), ლინ ფემილი (აშშ), სოფი (აშშ), სტად დე ლა ტურიე (შვეიცარია), სულთან იბრაჰიმი (მალაიზია) და სი'ანი (ჩინეთი). 

კანდიდატები ლათინური ანბანის მიხედვით არიან ჩამოწერილი. აღსანიშნავია, რომ ფინალში გასული 10 სტადიონიდან 90%-იანი შეფასება მხოლოდ ერთს აქვს, თუმცა წყარო არ ასახელებს, რომელი სტადიონი ლიდერობს. ფინალში გასულთაგან ყველაზე ცუდი შეფასება 64%-იანია. ასე რომ, ათივე ფინალისტმა საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო ჟიურის 4 წევრისგან. ხვალიდან ჟიური შერჩევის მეორე ფაზას იწყებს წლის საუკეთესო სტადიონს კი 10 მარტს გამოაცხადებს. თუმცა ჟიური იქვე განმარტავს, რომ არის შესაძლებლობა, არჩევნების პროცესი დროში მეტად გაიწელოს.

შეგახსენებთ, რომ StadiumDB.com წლის საუკეთესო სტადიონს ასახელებს ფანების ვერსიითაც. ამ შემთხვევაში გამარჯვება ოცივე კანდიდატს შეუძლია, რომლებიც 14 ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს წარმოადგენენ. დღეისათვის დაახლოებით 15 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა. 

როგორ მივცეთ ხმა

StadiumDB.com-ზე 20 კანდიდატიდან ვირჩევთ 5-ს, საუკეთესოს ვაძლევთ 5 ვარსკვლავს, მეორეს - ოთხს და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ აუცილებლად უნდა აირჩიოთ ხუთი სტადიონი, სხვანაირად თქვენი ხმა არ ითვლება. ერთ მომხმარებელს მხოლოდ ერთხელ აქვს ხმის მიცემის უფლება. საიტს აქვს უფლება გააუქმოს ყველა ხმა, თუ აღმოაჩენს, რომ ის ერთი და იგივე მოწყობილობიდან არის მიცემული. ასევე არ შეიძლება ფანების ჰონორარით წახალისება ხმის მიცემის სანაცვლოდ. საბოლოო შედეგები 2021 წლის 10 მარტს გახდება ცნობილი.

2020 წლის საუკეთესო სტადიონი. 20 ნომინანტი

1. აჰმედ ბინ ალი (ყატარი)
2. ოლჯაიანტ სტედიუმი (აშშ)
3. დინამო ბათუმის სტადიონი (საქართველო)
4. ბლუმფილდი (ისრაელი)
5. ბრენტფორდი (ინგლისი)
6. ჩორუმ შეჰირი (თურქეთი)
7. ედუქეიშნ სტედიუმი (ყატარი)
8. ესტადიო ტიერა კამპეონესი (ჩილე)
9. გიურსელ აკსელი (თურქეთი)
10. ინტერ მაიამი (აშშ)
11. კანსეკი (იაპონია)
12. ლინ ფემილი (აშშ)
13. ქვინზლენდ ქანთრი ბენკი (ავსტრალია)
14. სანგა (იაპონია)
15. სოფი (აშშ)
16. სტად დე ლა ტურიე (შვეიცარია)
17. სტად ნასიონალი (კოტ დ'ივუარი)
18. სტადიონულ ფრანცისკი (რუმინეთი)
19. სულთან იბრაჰიმი (მალაიზია)
20. სი'ანი (ჩინეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები