Thumbnail
  • საბურთალო 2:0 ლოკომოტივი
  • გოლები: 1:0 ჯგერენაია (38), 2:0 გოჩოლეიშვილი (90+1)

1-ელ მარტს ეროვნული ლიგის პირველი ტური თბილისური დერბით დასრულდა - ლევან კორღალიძის საბურთალომ გიორგი ჭიაბრიშვილის ლოკომოტივს 2:0 მოუგო. 

მატჩის დაწყების წინ გასული სეზონის საუკეთესოს პრიზები მიიღეს გიორგი მამარდაშვილმა (საუკეთესო მეკარე), ბექა დარცმელიამ (საუკეთესო ნახევარმცველი), გიორგი ჭიაბრიშვილმა (საუკეთესო მწვრთნელი) და თომა ტაბატაძემ (ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი). 

📺 საბურთალო ლოკომოტივი [მიმოხილვა]

ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა, ლოკომოტივის კართან კუთხურს საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, გიორგი ჯგერენაიამ საბურთალო დააწინაურა. 90-ე წუთზე საბურთალომ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, ექსდინამოელმა აკაკი შულაიამ (რომელიც რამდენიმე დღის წინ დაემატა საბურთალოს) შეცვლაზე შესული გიორგი გოჩოლეიშვილი მოძებნა. 20 წლის ნახევარმცველმა ბურთი მკერდით გაიჩერა და მამარდაშვილის კარი დალაშქრა - 2:0.

I ტურის შემდეგ 3-3 ქულა აქვთ: საბურთალოს, დინამო ბათუმს, გორის დილას და თელავს. თითო ქულა აქვთ დინამო თბილისს და სამგურალს. მეორე ტურის მატჩები 5-6 მარტს გაიმართება. ქუთაისში საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი ჩადის.

საბურთალო 2:0 ლოკომოტივი

გოლები: 1:0 ჯგერენაია (38), 2:0 გოჩოლეიშვილი (90+1)

საბურთალო (4-4-1-1): გოშაძე - მალი, კაკუბავა, ჯგერენაია, ლაცაბიძე - ი. ტაბატაძე (76. გოჩოლეიშვილი), ტერა, ძებნიაური, გულიაშვილი (76. შულაია) - მანდრიჩენკო (69. ნონიკაშვილი) - თ. ტაბატაძე (90+1. ცნობილაძე) 

ლოკომოტივი (4-2-3-1): მამარდაშვილი - მჭედლიშვილი (46. გაბაძე), სანდოხაძე, ანდრონიკაშვილი (82. ჭიაბრიშვილი), უბილავა - შონია, დარცმელია (46. იმრანი) - კირკიტაძე (64. იაკობიძე), სამურკასოვი, კახაბრიშვილი (75. გავაშელიშვილი) - სიხარულიძე

კომენტარები

ბოლო ამბები